“ქართული ოცნება” ნინოწმინდისა და ახალქალაქის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოქმედი დეპუტატის, ენზელ მკოიანის წარდგენას გეგმავს. guardian.ge აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ მკოიანთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მას მობილური ტელეფონი გათიშული აქვს.
ამ საკითხზე კომენტირებისას კი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაგიკ კარსლიანმა guardian.ge –ს განუცხადა, რომ ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნებიდან" ენზელ მკოიანის გარდა არც ერთი სხვა კანდიდატურის განხილვა არ მიმდინარეობს.
"შეიძლება ითქვას, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. ბატონ ენზელ მკოიანს ახლო მომავალში წარადგენს "ქართული ოცნება" ახლქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად", – აღნიშნა კარსლიანმა.
ამავე თემაზე საუბრისას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედუარდ აღასარიანმა განაცხადა, რომ მისთვის მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
„ვის წარადგენს „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატად ნინოწმინდისა და ახალქალაქის გაერთიანებულ ოლქში, ჯერჯერობით ოფიციალურ დონეზე ჩემთვის ცნობილი არ არის.
თუმცა, ვიცი რომ ახალქალაქის მაჟორიტარი კანდიდატის, სამველ პეტროსიანის დასახელება არ იგეგმება. ეს მაინც არის უბრალოდ საუბარი, დაველოდოთ, დაახლოებით, 10 დღეში გახდება ცნობილი ვის წარადგენს ხელისუფლება ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად", – განაცხადა ედუარდ აღასარიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.