თინა ხიდაშელი ვარშავაში ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა
09-07-2016, 03:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვარშავის სამიტის მეორე დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. სამიტის წინ გამართულ შეკრებაზე, რომელსაც ჰოლანდიის, ესტონეთის, სლოვენიისა და დანიის პრემიერ-მინისტრები, ბელგიისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრები და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დაჩქარების პროცესი განიხილეს.

 

 

“საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ერთი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოსთვის არსებობს დღევანდელ უსაფრთხოების გარემოში. როგორც ჰოლანდიის, ასევე ესტონეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრები ცალსახად აცხადებენ, რომ მცდელობას არ დაიშურებენ ყველა ღონე იხმარონ, რათა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარდეს და საქართველოში უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ღონისძიებები გაძლიერდეს. მათი მხარდაჭერა ისედაც საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ გაფართოვდება ვარშავის შემდეგ. ჩვენი ამოცანაა, ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფარგლებში მივიღოთ მაქსიმალური მხარდაჭერა. დღევანდელი შეხვედრა სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებთან პირდაპირი დიალოგი გავმართოთ ყველა იმ ღონისძიების უზრუნველსაყოფად და შესაძლებლობის განსახორციელებლად, რაც ვარშავამ პოლიტიკური გადაწყვეტილებების დონეზე მოგვცა”, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

 

შეხვედრაზე ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან წარმოდგენილნი იყვნენ პარტიის თავმჯდომარე ჰანს ვანდელინი, პარტიის გენერალური მდივანი იაკობ რასმუსენი და ასევე, პოლონეთის ლიბერალური პარტიის თავმჯდომარე რიჩარდ პერტუ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი