პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ვანის მუნიციპალიტეტში იმყოფება, სადაც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ეცნობა.
,,მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით არის სტიქია. გზები არის წაღებული, ხიდები დანგრეულია. დახოცილია პირუტყვი. მადლობა ღმერთს, რომ ადამიანების მსხვერპლი არ არის. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ძალიან მოკლე დროში შევძლებთ, რომ აღმოვფხვრათ ინფრასრუქტურული პრობლემები. რაც შეეხება მიყენებული ზარალის დათვლას, ამასაც მოკლე დროში მოვახერხებთ და ვნახოთ რა მასშტაბით და რა დოზით ავანაზღაურებთ ზარალს. ძალიან მასშტაბური სტიქიაა და საკამოდ მძიმე შედეგები გვაქვს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ძალიან მოკლე დროში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზარალის ოდენობა ორშაბათისთვის იქნება ცნობილი. გამგებლის თქმით, ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ძირითად ნაწილს ელექტროენერგია და გაზი უკვე მიეწოდება.
ვანში ამ დროისთვის გზის გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.