ნატო-ს სამიტის ფარგლებში, თინა ხიდაშელი მაიკლ ფელონს შეხვდა
09-07-2016, 05:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანს მაიკლ ფელონს შეხვდა. თინათინ ხიდაშელმა ბრიტანელ კოლეგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში დამატებითი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


ახლო მომავალში ბრიტანელი ოფიცერი თბილისში ნატოს ძირითად გუნდს შეუერთდება და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრის მუშაობაში ჩაერთვება.
თავის მხრივ, მაიკლ ფელონმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლონდონში დაგეგმილ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების შეკრებაზე მიიწვია და აღნიშნა, რომ პარტნიორები დაინტერესებულები არიან სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობითა და ქართული მხარის გამოცდილების გაზიარებით, განსაკუთრებით კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ინციდენტზე ჩატარებული გამოძიების კონტექსტში. ორმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რაც პარტნიორების მხრიდან უმაღლეს შეფასებას იმსახურებს და ერთგვარ მაგალითად იქცა.

 


საუბარი შეეხო საქართველოში ნოემბერში დაგეგმილ ერთობლივ სწავლებასაც. თინათინ ხიდაშელმა ბრიტანელ კოლეგას სთხოვა, რომ „Noble Partner“-ის გამოცდილების გათვალისწინებით, სადაც ბრიტანელმა სამხედროებმა ამერიკელებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს, მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებაში ბრიტანელი სამხედროები ჩაერთონ და სწავლების წარმატებით განხორციელებაში აქტიური წვლილი შეიტანონ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი