„მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება, - აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
პრესკონფერენციამდე ნატო-ს წევრი ქვეყნები და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ალიანსის პარტნიორები ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდნენ და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.
„ავღანეთი მარტო არ დარჩება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.