შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შუახევის მუნიციპალიტეტს ესტუმრა და სტიქიის შედეგებს გაეცნო.
”პრემიერ-მინისტრის დავალებით, მინისტრთა კაბინეტის წევრები ვეწვიეთ სტიქიის ზონას, ადგილზე რომ შევაფასოთ მდგომარეობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია შტაბები, რათა ოპერატიულად მოხდეს რეაგირება ყველა პრობლემაზე. რაც შეეხება შს სამინისტროს, გუშინდელის შემდეგ 450 შეტყობინება შემოვიდა, 500-მდე მაშველი ახლაც მუშაობს. ასევე ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 100 ერთეული ტექნიკა. რაც მთავარია არ გვაქვს ადამიანების მსხვერპლი. ჩვენი მაშველები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ”, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა - მდინარემ წაიღო დროებით აღდგენილი ხიდი სოფელ უჩამბაში. უჩამბის ხიდის მიღმა მცხოვრები 320 ოჯახი დროებით ალტერნატიული გზით ისარგებლებს.
მნიშვნელოვნად დაზიანდა შიდასასოფლო გზები. ხელმეორედ გააქტიურებული მეწყრული შემთხვევებით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისიები ითვლიან. ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია სტიქიით მიყენებული ზარალის აღმწერი საგანგებო კომისიები.
აჭარაში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ბათუმსა და ყველა სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტში მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები, რომლებიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში კოორდინირებულად და ოპერატიულად არიან ჩართული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.