თინა ხიდაშელი: სკეპტიკოსების განაცხადის მიუხედავად, მისია არ იცვლება - ჩვენ ვრჩებით ნატო-სთან ერთად ავღანეთში
09-07-2016, 07:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოს ვარშავის სამიტის ფარგლებში ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.

 


შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. რის შემდეგაც, სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების სიტყვით გამოსვლები გაიმართა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას იმ საერთო ძალისხმევაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ტერორიზმთან ბრძოლაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები ახორციელებენ.

 


შეხვედრის მსვლელობისას ქვეყნებმა ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი მდგომარეობა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მიმდინარეობა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ გაგრძელებას.

 


„ნატომ მიიღო გადაწყვეტილება „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატის გაგრძელებაზე. სკეპტიკოსების განაცხადის მიუხედავად, მისია არ იცვლება. პრეზიდენტმა ობამამაც განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ პროგრამაში და გააგრძელებს პარტნიორებთან ერთად აქტიურ მოქმედებებს, ერთი მხრივ, ავღანური არმიისა და ავღანეთის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად და, მეორე მხრივ, ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია გრძელდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო 2016 წლის დეკემბრამდე. დღეს კიდევ ერთი სიახლე ის იყო, რომ ყველა ქვეყანამ დაადასტურა საკუთარი პასუხისმგებლობა 2020 წლამდე. გუშინდელ დღემდე საუბარი იყო მისიის 2018 წლის ბოლომდე გაგრძელებაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, გუშინ ნატოს წევრი ქვეყნები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ეს ვალდებულება ასაღებია 2020 წლამდე. ბუნებრივია, თუ ყველაფერი კარგად იქნება ავღანეთში, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მისიის შეწყვეტა. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ოფიციალურად და ღიად დაადასტურა საქართველოს პოზიცია, რომ ჩვენ ვრჩებით ნატოსთან ერთად ავღანეთში ამ მისიის დასრულებამდე“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ნატოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვევა, დასჭირდება თუ არა მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხს საქართველოს პარლამენტის რატიფიკაცია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი