ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
როგორც guardian.ge-ს გამგეობიდან აცნობეს, ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი ისევ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
"მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სპეცტექნიკა და სამაშველო ჯგუფები. დილიდან პრევენციული ღონისძიებების გატარება მიმდინარეობს. ინტენსიურად იწმინდება დამეწყრილი სასოფლო გზები. დღეის მონაცემებით, სტიქიამ 7 ოჯახს მიაყენა ზიანი. მიმდინარეობს მათი მდგომარეობის გეოლოგიური შესწავლა.
წუხელ ღამით ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქში ხუთი ოჯახი დაიტბორა, ასევე სოფელ ქვედა აჭყვაში, ჩაისუბანსა და ჭახათში დაიმეწყრა საცხოვრებელი სახლები. მოსახლეობა ევაკუირებულია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. ოჯახების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია სწავლობს", - აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.