ოსკარ უაილდის გამონათქვამები
01-02-2012, 17:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ანგლო-ირლანდიელი მწერლის ოსკარ უაილდის გამონათქვამები (1854-1900)

 

 

მე ვეთაყვანები პოლიტიკურ პარტიებს. მხოლოდ მათთანაა შემორჩენილი ადგილი, სადაც ადამიანები პოლიტიკაზე არ ლაპარაკობენ.

 

კრიტიკოსმა უნდა გაანათლოს საზოგადოება, ხელოვანმა კი კრიტიკოსი.

 

თუ რა ითქვა ამა თუ იმ კაცზე არაფერს წარმოადგენს. მთავარია ვინ არის ამის მთქმელი.

 

საუზმეზე მხოლოდ სულელი ადამიანები არიან ჩინებულნი.

 

საზოგადოება ხშირად მიუტევებს დამნაშავეებს, მაგრამ არასოდეს მეოცნებეებს.

 

მონარქის ბრბოსაგან განცალკევების საჭიროება აღარაა. ყველა ხელისუფალი თანაბრად ცუდია.

 

ისინი საშინლად მოსაწყენნი არიან, როცა კარგი ქმრები არიან, მაგრამ საზიზღრად ამპარტავანნი საწინააღმდეგო შემთხვევაში.

 

ჭორი მომხიბლავია. ისტორია უბრალოდ მონაჭორია. მაგრამ სკანდალი არის ჭორი, რომელსაც მოსაბეზრებელს ზნეობრიობა ხდის.

 

მამაკაცის სახეზე მისი ავტობიოგრაფიაა აღბეჭდილი, ქალისაზე კი ბელეტრისტიკა.

 

ცუდი მხატვრები ყოველთვის თაყვანისცემას გამოხატავენ ერთმანეთის ნამუშევრებისადმი. ისინი ამ ნამუშევრებს ფართო გაქანებისა და ცრურწმენებისაგან თავისუფალს უწოდებენ.

 

ინგლისის საზოგადოება ხელოვნების ნიმუშისადმი ინტერესს მანამ არ გამოხატავს, სანამ არ ითქმება რომ ეს ნაწარმოები ამორალურია.

 

სადღეისოდ ჩვენ ყველაფერი საერთო გვაქვს ამერიკასთან, ყველაფერი, რა თქმა უნდა, ენის გარდა.


შემიძლია წინააღმდეგობა გავუწიო ყველაფერს ცდუნების გარდა.

 

ბრწყინვალე, დიდებული ადამიანი: მას მტრები არ ჰყოლია და არცერთ მის მეგობარს არ მოსწონს იგი.


მამაკაცი ნებისმიერ ქალთან მანამ შეიძლება იყოს ბედნიერი, სანამ ის არ ეყვარება.

 

ყველას შეუძლია სამტომიანი რომანი დაწეროს. ეს მხოლოდ ცხოვრებისა და ლიტერატურის სრულ იგნორირებას საჭიროებს.

 

ამერიკაში პრეზიდენტი მეფობს ოთხი წელი და ჟურნალისტი სამარადჟამოდ.

 

უბის წიგნაკის გარეშე არასოდეს ვმგზავრობ. მატარებელში ყოველთვის შეიძლება წააწყდე რაიმე სენსაციურ ამბავს.

 

შეკითხვები არასოდეს არის წინდაუხედავი, მაგრამ პასუხები კი ზოგჯერ არაკეთილგონივრულია.


ნამდვილად უნდა ვნახოთ ჩიკაგო რომ განათლებულები ვიყოთ?

 

დღეს ადამიანებმა ყველაფრის ღირებულება იციან, თუმცა კი არაფერი აღარ არის მათთვის ღირებული.

 

იცხოვრო, უიშვიათესი რამაა ამ სამყაროში. უმრავლესობა მხოლოდ არსებობს.

 

მამაკაცები გადაქანცულობის გამო ქორწინდებიან, ქალები ცნობისმოყვარეობის. ორთავეს კი იმედგაწბილება აერთიანებს.

 

ამბიცია წარუმატებლობის ბოლო თავშესაფარია.

 

ყველას შეუძლია შექმნას ისტორია, მხოლოდ დიდ ადამიანს შეუძლია დაწეროს ის.

 

რაც უფრო ასაკში შევდივარ, მით უფრო მძლავრად ვგრძნობ რომ რაც ჩვენი მამებისთვის სრულიად საკმარისად კარგი იყო, ჩვენთვის სრულიად არ არის საკმარისად კარგი.

 

მეხსიერება ... ეს დღიურებია, რომელსაც ჩვენ მუდმივად თან დავატარებთ ჩვენთან ერთად.


როცა მამაკაცს ერთხანს ქალი უყვარდა, მას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს მისი გულისთვის, გარდა ერთი რამისა, განაგრძოს მისი სიყვარული.

 

არაფერი არ არის რუსეთში შეუძლებელი რეფორმის გარდა.

 

ადრე კაცთ საწამებელი ძელი ჰქონდათ, ახლა კი პრესა აქვთ.

 

მოხუცს ყველაფერი სჯერა, შუახნის კაცი ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს, ახალგაზრდამ კი ყველაფერი იცის.


guardian.ge

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი