ნატო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სტეფან დიონთან გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.
"მინისტრმა მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისათვის, მათ შორის ხაზი გაუსვა კანადის წვლილს არსებითი პაკეტის ახალი ელემენტების იმპლემენტაციის პროცესში.
მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, აღინიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი, ამ კუთხით მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საინვესტიციო შეთანხმების დროულად გაფორმების მნიშვნელობას, ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობა.
კანადამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. სხვა საკითხებთან ერთად მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.