იენს სტოლტენბერგი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას
09-07-2016, 08:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო კიდევ ერთხელ ადასტურებს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის ფარგლებში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

„ჩვენ ვაღიარეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველო აღწევს წევრობის გზაზე. ჩვენ ასევე მკაფიო პოზიცია გვიკავია იმასთან მიმართებაში, რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებს. ჩვენ ასევე მტკიცე გზავნილით გამოვდივართ, როცა საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მოვახდინეთ არსებით პაკეტში სხვადასხვა ელემენტების იმპლემენტაცია.

 


ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას. საქართველოს ვიზიტით ვესტუმრები შემოდგომაზე, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად და ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი ნატო-ს ძლიერი მხარდაჭერისა საქართველოსადმი, მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი და რეფორმების გატარებისადმი წევრობის გზაზე“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი