საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში, NATO- ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, მაიკლ ტერნერს შეხვდა
09-07-2016, 08:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში, NATO- ს სამიტის ფარგლებში, NATO- ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, მაიკლ ტერნერს შეხვდა.

 


"შეხვედრისას მხარეებმა ყველა ის საკითხი განიხილეს, რომელიც საქართველოს NATO- ში ინტეგრაციას შეეხება.

 


საუბარი შეეხო როგორც სამხედრო, უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიული რეფორმების მიმართულებებს და რეგიონში არსებულ ვითარებას.

 


გიორგი მარგველაშვილმა მაიკლ ტერნერს მადლობა გადაუხადა, იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ის, როგორც საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე და კონგრესმენი, საქართველოს დემოკრატიული აღმავლობისთვის აკეთებს.

 


აღინიშნა, რომ საქართველო საკუთარი ვალდებულებების ერთგული რჩება და როგორც NATO-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონტრიბუტორ ქვეყანას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ კეთილდღეობაში", - აღნიშნულია პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი