საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე აჭარის რეგიონში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან.
ძლიერი წვიმის შედეგად, ჩაქვი-მახინჯაურის მარცხენა გვირაბთან, ორივე მხარეს ჩამოვიდა მიწა-კლდის მასა, რის გამოც ჩაიკეტა გვირაბის შესასვლელი და გამოსასვლელი. მოძრაობა რამდენიმე საათის მანძილზე ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდებოდა. ძლიერი წვიმისა და ქუჩების დატბორვის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებით მიმდინარეობდა ჩაქვში, მახინჯაურსა და ბათუში.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მუშაობის შედეგად, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხერხდა.
აჭარის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.