ნატო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვაკ კოლეგას შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"მინისტრებმა მიმოიხილეს, როგორც ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარეობა. ხაზი გაუსვეს ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველოს მაღალი დონის მონაწილეობას და ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებას, რომელიც ალიანსის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
მინისტრებმა ისაუბრეს ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში სლოვაკეთის დღის წესრიგზე. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოს პროგრესი, როგორც ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის გზაზე, ასევე ვიზალიბერალიზაციის პროცესში და კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა. მიხეილ ჯანელიძემ მიროსლავ ლაიჩაკს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ მისი გამოხატულად აქტიური მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, არსებული გამოწვევები და მისი დაძლევის გზები", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.