ჩვენ დავამთავრეთ მუშაობა ნატოს ვარშავის სამიტზე, მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მუშაობდა ამ სამიტის მოსამზადებლად, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ნატო-ს სამიტის შედეგები შეაჯამა.
"შემოდგომაზე საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭო ეწვევა. ვმუშაობდით იმისთვის, რომ გლობალური უსაფრთხოების, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ მტკიცე ნაბიჯები გადაგვედგა. დავიწყოთ, იმით, რომ ნატოს სამიტზე დაფიქსირდა საქართველოს სრული და უპირობო მხარდაჭერა, უპირობო მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და იმ გზის , რომელსაც საქართველო ახორციელებს ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ამ სამიტზე საქართველომ მიიღო რეალური ინსტრუმენტები, იმისთვის, რომ გააძლიეროს და გააღრმავოს საქართველოს ინტეგრაციის პროცესი.
„ჩვენ სხვა ქვეყნის ლილდერებთან ერთდ ჩამოვყალიბდით ავღანეთში გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით მისიის შემდგომ ნაბიჯებზე და ჩამოვყალიბდით იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთს სჭირდება კიდევ ერთხელ დახმარება და მხარდაჭერა. უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ნატო იწყებს დისკუსიას შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და საქართველო ამ დისკუსიის ბუნებრივი და შემადგენელი ნაწილი იქნება. ასევე საქართველო და ნატო ჩამოყალიბდნენ საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობაზე, სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობაზე და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით თანამშრომლობაზე, ასევე იქნება დაკავშირებული ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობასთან. ჩამოყალიბდა ნათელი ხედვა ფინანსურ თანამშრომლობასთნ დაკავშირებით და ქვეყნების ჩართულობასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებიის თვალსაზრისით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.