ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა სოფელ ბოსლევში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სოფელ ბოსლევში გასულ წელს დაიწყო. პროექტის მიხედვით 2015 წელს ბეტონის საფარით გზის 1165 მ. მონაკვეთი მოეწყო. საერთო ჯამში კი რეაბილიტაციას საავტომობილო გზის დაახლოებით 3 კმ. მონაკვეთი ექვემდებარება. განსაზღვრულია სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაც. სამუშაოებს „საპოვნელა +“ ახორციელებს. ობიექტზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.