ჯონ პრესკოტმა, რომელიც პრემიერ მინისტრის მოადგილე იყო, როდესაც ბრიტანეთი 2003 წელს ერაყში ომში წავიდა, განაცხადა რომ დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მიერ ერაყის დაპყრობა „არაკანონიერი“ იყო.
The Sunday Mirror -ში გამოქვეყნებულ წერილში იგი ამბობს, რომ მას მთელი დარჩენილი ცხოვრება მოუწევს “კატასტროფული გადაწყვეტილებით“ ცხოვრება. ლორდ პრესკოტმა განაცხადა, რომ ახლა იგი „დიდი ნაღველითა და სიბრაზით“ ეთანხმება გაერო-ს ყოფილ გენერალურ მდივანს, კოფი ანანს, რომ ომი არალეგალური იყო.
მან ასევე შეაქო ლეიბორისტული პარტიის ახლანდელი თავმჯდომარე ჯერემი კორბინი, რომელმაც პარტიის სახელით ბოდიში მოიხადა.
ლორდმა პრესკოტმა აგრეთვე თქვა, რომ პრემიერ მინისტრ ტონი ბლეერის განცხადება, რომ „მე შენთან ვარ, რაც არ უნდა იყოს“ - შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ დაბლიუ ბუშისადმი გზავნილში, 2003 წლის მარტში განხორციელებულ დაპყრობამდე, „გამანადგურებელი“ იყო.

(ფოტოზე: დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, ტონი ბლეერის ყოფილი მოადგილე, ლორდი ჯონ პრესკოტი)
„დღე არ გავა ისე, რომ საგონებელში არ ჩავვარდე ომში წასვლაზე გადაწყვეტილების გამო - არ ვფიქრობდე ბრიტანელი ჯარისკაცების შესახებ, რომელთაც თავიანთი სიცოცხლე გასწირეს, ანდა მათზე, ვინც იქ მიღებული ჭრილობებისაგან იტანჯებოდა თავიანთი ქვეყნის გულისათვის; არ ვიყო საგონებელში იმ 175 000 სამოქალაქო პირის სიკვდილის გამო, რომელთაც სიცოცხლე ჩვენს მიერ პანდორას ყუთის გახსნით - სადამ ჰუსეინის ჩამოგდებით მოესწრაფა“, - განაგრძობს პრესკოტი.
მან თქვა, რომ იგი იყო „ნასიამოვნები ჯერემი კორბინის მიერ ლეიბორისტული პარტიის სახელით ბოდიშის მოხდით მათი ნათესავებისადმი, ვინც დაიღუპა თუ დაზიანებებისაგან დაიტანჯა“.
მან ასევე განსაკუთრებით გამოხატა თავისი „უმაღლესი ბოდიში“ ერაყში დაღუპული ბრიტანული პირადი შემადგენლობის ოჯახებისადმი.
პრემიერ მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თქვა, რომ „ჩილკოტის ანგარიში“ ასახავს მთელ წყებას იმ დეტალებისას თუ რა წარიმართა შეცდომით, მაგრამ მას უნდოდა იმის იდენტიფიცირება, რომ „ჩვენ გარკვეული გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ“.
„ჩემი პირველი წუხილი შეეხებოდა იმას თუ რა გზით მართავდა ტონი ბლეერი კაბინეტს. ჩვენ ძალიან მცირე დოკუმენტები მოგვაწოდეს გადაწყვეტილებების მისაღებად“, წერს ის.
არ ყოფილა წარმოდგენილი დოკუმენტები, რომ გაემართლებინათ გენერალური პროკურორის ლორდ გოლდსმიტის მოსაზრება, რომ ერაყის წინააღმდეგ მოქმედება კანონიერი იყო, დაამატა მან.
დიდი ბრიტანეთის მიერ ერაყის წინააღმდეგ წარმოებული ომის შესახებ გამოძიება, რომელსაც სერ ჯონ ჩილკოტი ხელმძღვანელობდა, გასულ კვირას გამოქვეყნდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ წარმოდგენილი შეფასებები, რომ ერაყის მასობრივი განადგურების იარაღი წარმოადგენდა საფრთხეს, არ გამართლებულა.
ბრიტანეთის ჯარების ზარალი არასათანადო მზადების და ომის დაწყების შემდგომი დაგეგმარებისა და საბრძოლო მოწყობილობების მხრივ „სრულიად არაადეკვატური“ იყო, ასკვნის ანგარიში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ 2003 წლის დაპყრობა არ იყო „იმედის უკანასკნელი საშუალება“ მოქმედებებისთვის, როგორც ეს დეპუტატებს და საზოგადოებას წარედგინათ, და არ არსებობდა „გარდაუვალი საფრთხე“ სადამ ჰუსეინისაგან.
ტონი ბლეერმა მის მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა, მაგრამ არა ომში წასვლაზე გადაწყვეტილების გამო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.