ნატო-ს ვარშავის სამიტის კომუნიკეში, რომელიც 139 პუნქტს მოიცავს, ალიანსის ლიდერები ადასტურებენ, რომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩებიან.
„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, MAP-ი კი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი იქნება. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ იმ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ასევე შემდგომ გადაწყვეტილებებს. ჩვენ მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს 2008 წლის შემდეგ. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს სამომავლო წევრობისთვის მოსამზადებლად“,-ნათქვამია კომუნიკეში და ასევე აღნიშნულია, რომ წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზაზე.
ალიანსის ლიდერები მოუწოდებენ საქართველოს, ნატოსთან დასახლოებლად გააგრძელოს ყველა ორხმრივი თანამშრომლობით გათვალისწინებული შესაძლებლობების სრული გამოყენება და მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს კონტრიბუციას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, ასევე მიესალმებიან მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის გზაზე და აღნიშნავენ ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მნიშვნელობას.
„ნატო-ს მოკავშირე ქვეყნები გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას საჰაერო თავდაცვის განვითარების სფეროში, გარდა ამისა, ნატო გააღრმავებს თავის ძალისხმევას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.
მივესალმებით ძალის გამოუყენებლობისადმი საქართველოს ერთგულებას და მოვუწოდებთ რუსეთს გააკეთოს იგივე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმოს საქართველოს რეგიონების, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეწყვიტოს ადმინისტრაციულ საზღვრის გასწვრივ საზღვრისმაგვარი დაბრკოლებების მშენებლობა და გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოდან.
ნატო არ აღიარებს ე.წ. შეთანხმებებს, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს რეგიონ აფხაზეთსა და რუსეთს შორის 2014 წლის ნოემბერში და საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის 2015 წლის მარტში.
აღნიშნული შეთანხმებები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ცალსახად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ეუთო-ს პრინციპებსა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს“, - ნათქვამია კომუნიკეში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.