პლატონის ბიოგრაფია და გამონათქვამები
01-02-2013, 18:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ფილოსოფია უმაღლესი მუსიკაა" -პლატონი

 

 

დიდი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი ჩვ.წ.-მდე დაახლოებით 427 წელს დაიბადა. იგი ერთ-ერთ ყველაზე ადრეული ეპოქის ფილოსოფოსადაა მიჩნეული. მამის გარდაცვალების შემდეგ დედამისი პერიკლეს მეგობარს გაჰყვა ცოლად და ამგვარად იგი პოლიტიკურად დაკავშირებული იყო როგორც დემოკრატიასთან, ისე ოლიგარქიასთან. პელოპენესიანიის ომის შემდეგ დედის ძმა ცდილობდა პლატონი დაერწმუნებინა შეერთებოდა ათენის ოლიგარქიულ მმართველობას. ამის ნაცვლად პლატონი თავისი ორი უფროსი ძმის კვალს გაჰყვა და სოკრატეს სტუდენტი გახდა. სოკრატე მათ აიძულებდა ეკამათათ და მოესინჯათ თავიანთი აზრებისა და რწმენის კრიტიკული განსჯა. სოკრატე თავის სტუდენტებს ასწავლიდა, რომ „მამაკაცისთვის უდიდესი საქმეა ყოველდღიურად განიხილოს სათნოება და სხვა ისეთი რაღაცები რაზეც ჩემი საუბრებიდან და სხვების გამოცდებიდან ისმენთ, რადგან განხილვისა და განსჯის გარეშე არ ღირს ცხოვრება.“

 

პლატონი სოფისტების რელატივიზმისა და სკეპტიციზმის ოპონენტი იყო, მაგრამ მათ მსგავსად ისიც ფოკუსირებას ღირებულებებზე და არა ფიზიკურ მეცნიერებაზე ახდენდა.

 

პლატონი არ იყო 30-ე ტირანის მეგობარი, (404-403 ჩვ.წ.)  რომლის მმართველობამ მხოლოდ 8 თვე გასტანა, მაგრამ ის ასევე არ ყოფილა აღდგენილი ათენური დემოკრატიის მეგობარი. ის მას კრიტიკულად უდგებოდა. ჩვ.წ.-მდე 399 წელს ის სასამართლოს გადასცეს და მთავარი ბრალდება რელიგიის უპატივცემლობა, რწმენის უქონლობა და ახალგაზრდობის გარყვნა წაუყენეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მისმა მეგობრებმა სიკვდილის დასჯის სანაცვლოდ სასამართლოს ჯარიმის გადახდა შესთავაზეს.

 

სოკრატეს სიკვდილის შემდეგ, როგორც პლატონი გვიყვება მის მე-7 წერილში, ის ყველა არსებული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ იმედგაცრუებული გახდა და მიაჩნდა, რომ პოლიტიკის გადარჩენის ერთადერთი გზა მხოლოდ „ნამდვილი და ერთგული ფილოსოფოსების ძალაუფლებაში მოსვლა ანდა მმართველთა ან მეფეთა გაფილოსოფოსება იყო.“

 

პლატონი თვლიდა, რომ მხოლოდ ფილოსოფოსებმა იცოდნენ თეორეტიკული ცხოვრების ღირებულება და უპირატესობა. ჩვეულებრივი ხალხი ენთუზიაზმითა და დამოუკიდებლად ვერ ან არ იბრძოლებს თეორეტიკული ცხოვრებისათვის, რადგან მათ არ იციან ასეთი ცხოვრების ფასი. ისინი უნდა აიძულო. (განათლებით, ზომიერებით და ა.შ.). ცხოვრების ემოციური და მატერიალისტური გზები უნდა აიკრძალოს. ლიდერები ხალხის სურვილებს არ უნდა გაჰყვნენ, როგორც ამას აკეთებენ დემოკრატიის პირობებში - პირიქით, უნდა ჩაახშონ ეს სურვილები.

 

მას მიაჩნდა, რომ ხალხი იძულებული უნდა გაგეხადა დამორჩილებოდა ხელისუფალს. მათთვის უნდა ესწავლებინათ თეორეტიკული ცხოვრების ღირებულება. უნდა მომხდარიყო ხალხის ინტელექტის სტიმულირება და ვნებების ჩაცხრობა. ხელოვნება კი, რომელიც ვნებისა და სურვილების წახალისებას მოახდენდა, უნდა აეკრძალათ. ხელოვნებას მართებული მაგალითები უნდა მიეცა.

 

მიუხედავად ამისა, პლატონი მომხრე იყო ფიზიკური ძალის გამოყენება არ მომხდარიყო. მას მიაჩნდა რომ სიმართლე ძალაზე უფრო ბასრი იყო.

 

ჩვ.წ.-მდე დაახლოებით 387 წელს პლატონმა ათენში დაარსა სკოლა, რომელსაც აკადემია დაარქვა და სწორედ აქიდან მომდინარეობს დღემდე ცნობილი სიტყვა აკადემიკოსი. აკადემია თავისი არსით იყო უნივერსიტეტი, სადაც სხვა საგნებს შორის ფიზიკური მეცნიერება, ასტრონომია, მათემატიკა და ფილოსოფია ისწავლებოდა. პლატონი თავადაც კითხულობდა ლექციებს, რომელიც არასოდეს არ გამოქვეყნებულა.

 

ჩვ.წ.-მდე 367 წელს გარდაიცვალა დიონისიუსი, რომელიც შეცვალა მისმა არასრულწლოვანმა ვაჟმა დიონისიუს მე-2-მ, რომლის ბიძაც დიონი, პლატონის ახლო მეგობარი იყო. სწორედ მისი მეგობრის მიწვევით, მომავალი მეფის ფილოსოფიაში აღზრდის მიზნით, ის სიცილიაში გაემგზავრა და თან ფიქრობდა რომ მეფის ფილოსოფიური სწავლა-განათლების მიცემით ის თავის იმ ოცნებასაც აისრულებდა, რომ სახელმწიფო ფილოსოფოსს ემართა. მოგვიანებით დიონისიუს მე-2-ს მის ბიძასთან დიონთან ბრძოლა მოუხდა და იგი გააძევა ქვეყნიდან. პლატონმა კი ვერ შეძლო ბიჭისთვის ფილოსოფიის შეყვარება და ისევ ათენში დაბრუნდა. 

 

პლატონმა განაგრძო დიონისიუს მე-2-სთან წერილობითი ურთიერთობა და ცდილობდა შეერიგებინა ის და დიონი. დიონისიოსმა პლატონს უთხრა, რომ ფილოსოფოსობა უნდოდა და ამით ის ხაფანგში შეიტყუა და სირაკუზაში ჩაიტყუა, სადაც მას 360 წლამდე მოუწია ცხოვრება. მოგვიანებით სირაკუზიდან ის ისევ ათენში დაბრუნდა და იქ განაგრძო აკადემიის პრეზიდენტობა. 347 წელს ჩვ.წ.-მდე დაახლოებით 80 წლის ასაკში პლატონი გარდაიცვალა.

 

 

პლატონის გამონათქვამები

 

 

ბრძენი კაცი იმიტომ საუბრობს, რომ მას აქვს რაღაც სათქმელი, სულელი კი იმიტომ, რომ მან რაღაც უნდა თქვას.

 

ჩვენ ადვილად მივუტევებთ ბავშვებს, რომელთაც სიბნელის ეშინიათ, მაგრამ ცხოვრების რეალური ტრაგედიაა, როცა კაცთ სინათლის ეშინიათ.

 

დაკნინების ყველაზე მძიმე უღელი ისაა, როცა ისეთი ვიღაცის ბრძანებების შესრულება გიწევს, რომელიც შენ უნდა გექვემდებარებოდეს. 

 

პიროვნების შესახებ გაცილებით მეტს მასთან ერთი საათით თამაშისას გაიგებ, ვიდრე ერთი წლით საუბრისას.

 

მხოლოდ მკვდარი ხედავს ომის დასასრულს.

 

არ აღზარდო ბავშვები ისე, რომ ისინი იძულებული იყვნენ ისწავლონ ძალით ან სიმკაცრით. ნაცვლად ამისა, მიეცი მათ მიმართულება იქითკენ, რაც თავიანთ გონებას ართობს. ამით უფრო ადვილად შეძლებ იმის გაგებას, თუ რისკენ აქვს განსაკუთრებული მიდრეკილება თითოეულ ამ გენიოსს.  

 

ჭეშმარიტება ღვინოსა და ბავშვებშია.

 

სიყვარული სერიოზული გონებრივი დაავადებაა.

 

საზოგადოებას სიცრუის მთქმელნი მართავენ.

 

უმეცრება ყველა ბოროტების სათავე და წარმომშობია.

 

მუსიკალური სიახლენი სახელმწიფოსთვის სრულიად საფრთხის შემცველია. როცა მუსიკის სახეობანი იცვლება, მაშინ სახელმწიფოთა კანონებიც ყოველთვის იცვლება.

 

არიან სამი სახეობის კაცნი - სიბრძნის მოყვარულნი, დიდების მოყვარულნი და შემოსავლის მოყვარულნი.

 

ვცდილობ, რომ ვიფიქრო, და ნუღა ამიბნევ თავ-გზას ფაქტებით.

 

ადამიანთა ქცევას სამი რამ განაპირობებს: სურვილი, ემოცია და ცოდნა.

 

სიკვდილი ყველაზე ცუდი რამ არაა მათ შორის, რაც შეიძლება კაცს დაემართოს.

 

სულს, გარდა მისი განათლებისა და კულტურისა, იმ ქვეყნად არაფრის წაღება არ შეუძლია. ახლად გარდაცვლილი ადამიანისთვის იმ ქვეყნად გამგაზვრებისას  განათლებასა და კულტურას უდიდესი დახმარების გაწევა შეუძლია, დანარჩენი რაღაცები კი მას უმძიმეს ტვირთად აწევს.

 

პოლიტიკაში ჩვენ მივიჩნევთ ხოლმე, რომ ყველას, ვისაც კი ხმის მიცემა შეუძლია, ქალაქის ან ქვეყნის მართვაც შეუძლია. როცა ჩვენ ავად ვართ, არ ვითხოვთ, რომ ყველაზე ლამაზმა, ან კიდევ ყველაზე მჭევრმეტყველმა ექიმმა გვიმკურნალოს.

 

გმირი ასეულებში იბადება, ბრძენი კაცი ათასეულებში თუ მოინახა, მაგრამ ორივე ერთად შესაძლოა ასეულობით ათასშიც კი ვერ მოიძებნოს.

 

არცერთ კაცს არ უნდა სცე სიმართლეზე უფრო მეტად თაყვანი.

 

თითოეულ ჩვენგანს ადვილად შეუძლია ავნოს სხვას, მაგრამ კარგის გაკეთება ყველას არ ხელეწიფება.

 

ყველა ცხოველთა შორის ბიჭები ყველაზე უმართავნი არიან.

 

კაცის საზომი ისაა, თუ რას აკათებს ის მასზე მონიჭებული ძალით.

 

კაცი, რომელსაც მისი ცხოვრების მანძილზე დაშვებული შეცდომები აწუხებს, ღამით ხშირად დაზაფრული და შეშინებული იღვიძებს, ისე როგორც ბავშვი კოშმარების დასიზმრებისას და მისი ცხოვრება სავსეა ცუდის მომასწავებელი ნიშნებით. მაგრამ კაცი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ არაფერი გაუკეთებია არასწორად, სავსეა სიცოცხლის ხალისით და სიმშვიდით სიბერის ჟამს.

 

მუსიკა ზნეობრივი კანონია. ის სამყაროსთვის სულის შთამბერავი, გონებისთვის ფრთების შემსხმელი, წარმოდგენებისთვის ცაში გამტყორცნი, ცხოვრებისთვის ჯადოსა და ხიბლის მიმცემი და საერთოდ, ყველაფრისთვის ლაზათის შემმატებელია.  

 

თითქმის არც კი ვიცნობ მათემატიკოსს რომელიც არგუმენტების ჩამოყალიბების შემძლე იქნებოდა.

 

ამ დედამიწაზე სახელმწიფოთა და თავად ადამიანთა მოდგმას შორის არასოდეს დასრულდება უბედურებანი ჩემო ძვირფასო გლაკონ მანამ, სანამ ამ სახელმწიფოთა მმართველნი ფილოსოფოსნი არ გახდებიან, ანდა მანამ ვიდრე ისინი არ გახდებიან ფილოსოფოსები, ვისაც ჩვენ მმართველებად ან მეფეებად ვიცნობთ და პოლიტიკური ძალაუფლება და ფილოსოფია ერთსა და იმავე ხელებში არ მოექცევა.

 

ბრძენი იყო ის კაცი ვინც ღმერთი გამოიგონა.

 

ნაწერი სულის გეომეტრიაა.

 

სიმდიდრე ფუფუნებისა და სიზარმაცის მშობელია, სიღარიბე სულმდაბლობისა და გულღვარძლიანობის, ორივე ერთად კი უკმაყოფილების.

 

პოეზია უფრო ახლოს დგას სიმართლესთან, ვიდრე ისტორია.

 

მივცეთ ორატორს სიმართლის ლაპარაკის, მოსამართლეს კი მართლად განსჯის საშუალება.

 

პოეტები გამოთქვამენ ჩინებულ რაღაცებს, მაგრამ თავად მათ ეს არ ესმით.

 

მივცეთ მშობლებს იმის საშუალება რომ შვილებს სიმდიდრე კი არ უანდერძონ, არამედ მოკრძალება და პატივისცემა.

 

ფილოსოფია უმაღლესი მუსიკაა.

 

მას შემდეგ რაც ტირანი მმართველი თავს დააღწევს გარეშე მტრებს მათზე გამარჯვებითა თუ ზავის ჩამოგდებით და მათგან აღარაფერი საფრთხე აღარ მოდის, მას ფრთხილად და ოსტატურად მუდმივი არეულ-დარეულობა შეაქვს  საზოგადოებაში, რათა ხალხმა ახალი ლიდერი არ მოითხოვოს.

 

ყველაფერი ცვალებადია, არაფერი რჩება მუდმივი.

 

კაცი ამ ცხოვრების პატიმარია და არ აქვს საშუალება რომ გამოაღოს სატუსაღოს კარები და გაიქცეს. მან უნდა მოიცადოს და ხელი არ ახლოს თავის სიცოცხლეს, სანამ ღმერთი არ გამოიძახებს.

 

ადამიანის სული უკვდავი და მარადიულია.

 

ვინც კი შეყვარებული ხდება, მაშინვე ცოტა ხნით მაინც პოეტად იქცევა.

 

უდიდესი სიმდიდრე ისაა, იცხოვრო მცირედით კმაყოფილმა.

 

ყველაფერი რაც მე ნამდვილად ვიცი, ჩემი უმეცრების განფენილობაა.

 

პირველი და საუკეთესო გამარჯვება საკუთრ თავზე გამარჯვებაა.

 

ცუდ კაცს ვერანაირი სიმდიდრე ვერ მოუტანს სულის სიმშვიდეს.

 

ღმერთს კაცობრიობისთვის ღვინოზე უფრო ჩინებული და ღირებული არაფერი უბოძებია.

 

ათენის მოქალაქენო! პატივს გცემთ და მიყვარხართ თქვენ. მაგრამ მე უნდა დავემორჩილო ღმერთს, ვიდრე თქვენ და სანამ ვცოცხლობ და ამის ძალა შემწევს, არასოდეს არ უნდა შევწყვიტო წრთვნა და სწავლება ფილოსოფიისა. ასევე შეგნებული მაქვს, რომ არასოდეს არ უნდა შევიცვალო ჩემი შეხედულებები მაშინაც, თუ ამისათვის მრავალჯერ სიკვდილიც კი არ ამცდება.

 

იყავი კეთილი, რადგან ცხოვრებაში მძიმე დროება და გაჭირვების ხანა ყველას უდგება.

 

ცხოვრება ძიების გარეშე არარაობაა.

 

როგორ შეძლებენ მხოლოდ ერთ ადგილას მყოფი ადამიანები მათი აჩრდილების გარდა სხვა რამის ნახვას, თუ კი მათ გადაადგილების საშუალება არ მიეცათ?

 

ჯანმრთელობისადმი ყურადღების მიქცევა ცხოვრების ყველაზე დიდი ხელისშემშლელი რამაა.

 

ყველაფრის წყარო იდეებია.

 

ო, ძვირფასო პენ და ამ ადგილების სხვა ღმერთებო! დამეთანხმეთ, რომ შინაგანად მე შესაძლოა მშვენიერი ვიყო. ნება დართეთ ჩემს ყველა გარეშე საკუთრებას მეგობრულ ჰარმონიაში იყოს ჩემს შინაგან სამყაროსთან. შემიძლია მე ბრძენი კაცი მდიდრად მივიჩნიო. რაც შეეხება ოქროს, დაე ნება მომეცი მქონდეს ის იმდენი, რამდენის ტარებასაც საშულო ზომის კაცი შეძლებს.

 

ცოდნა ეშმაკის წილნაყარი ხდება თუ მისი გამოყენების მიზანი უმწიკვლო არაა.

 

ძაღლს ფილოსოფოსის სული აქვს.

 

ბერძნული მითოლოგიის თანახმად ადამიანები თავდაპირველად 4 ხელითა და 4 ფეხით შეიქმნენ, თავი კი ორი სახისაგან შედგებოდა. მათი ძლიერების შიშით ზევსმა ისინი ორ სხვადასხვა ნაწილად გაყო და მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში თავიანთი მეორე ნახევრის ძებნა მიუსაჯა.

 

 

guardian.ge

 

 

კომენტარები: 452
#452   Dorothy
      
References:


Top wire transfer casino Australia https://telegra.ph
დღეს, 13:25
#451   Chelsey
      
References:


Online casino Osko pad.batsense.net
დღეს, 07:46
#450   Veronique
      
References:


Play casino with wire transfer australia wire transfer casino processing time Australia
გუშინ, 16:53
#449   Kathrin
      
References:


Bank transfer pokies sites australia sqlservercentral.com
გუშინ, 13:05
#448   Eloy
      
References:


Osko pokies mobile http://www.qianqi.cloud
გუშინ, 12:44
#447   Jolie
      
References:


Bank transfer mobile pokies australia aussie casino bank transfer
გუშინ, 12:35
#446   Suzanne
      
References:


Australian casinos accepting wire transfers live dealer casino
bank transfer australia
19 ოქტომბერი 2026 21:37
#445   Johnette
      
References:


Pokies that accept MiFinity MiFinity casino deposit limits
19 ოქტომბერი 2026 02:28
#444   Tosha
      
References:


MiFinity casino instant withdrawal Australia 4001179958.org
19 ოქტომბერი 2026 02:15
#443   Stephany
      
References:


MiFinity VIP casinos Australia xtuml.org
19 ოქტომბერი 2026 00:20
#442   Peggy
      
References:


BPay pokies AU mobile
pokies bpay
18 ოქტომბერი 2026 17:37
#441   Tabatha
      
References:


Pokies that take bpay australia top BPay casinos Australia
18 ოქტომბერი 2026 17:25
#440   Jonas
      
References:


Bpay pokie apps real money 24propertyinspain.com
18 ოქტომბერი 2026 16:55
#439   Hamish
      
References:


Osko casino withdrawals Australia Osko pokies same day cash
17 ოქტომბერი 2026 23:52
#438   Bob
      
References:


Australian pokies that accept payid https://literaturewiki.site
17 ოქტომბერი 2026 15:14
#437   Grazyna
      
References:


Safe payid pokies australia new payid pokies
17 ოქტომბერი 2026 12:01
#436   Erlinda
      
References:


Casino directly to bank account https://nursefrance0.werite.net
16 ოქტომბერი 2026 03:20
#435   Charolette
      
References:


Which casinos accept paysafecard £10 deposit bonus casino paysafecard
16 ოქტომბერი 2026 02:04
#434   Cleveland
      
References:


Legit google pay casinos best gpay casinos uk
16 ოქტომბერი 2026 01:55
#433   Wilbur
      
References:


Top 10 paysafecard casinos paysafe slots
16 ოქტომბერი 2026 01:34
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 23წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი