ვარშავის სამიტის დეკლარაცია: ნატო მეტ დახმარებას გაუწევს უკრაინასა და საქართველოს
10-07-2016, 02:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-მ ორდღიანი მუშაობის შედეგად, დოკუმენტი სახელწოდებით „ვარშავის დეკლარაცია ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაზე“ მიიღო, რომელიც ალიანსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

აღნიშნული დეკლარაცია 13 პუნქტს მოიცავს, რომელშიც ნათქვამია, რომ ალიანს სჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის.

 

 

„ნატო მეტ დახმარებას გაუწევს უკრაინასა და საქართველოს და გააგრძელებს რესპუბლიკა მოლდოვას დახმარებას. ჩვენ გავაღრმავებთ ჩვენს ჩართულობას პარტნიორებთან ერთად შავი და ბალტიისპირეთის ზღვის რეგიონებში, ასევე დასავლეთ ბალკანეთში.

 

 

არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ტერორიზმი, რუსეთის ქმედებები, მათ შორის უკრაინაშიც, არის უპრეცედენტო პრობლემები, რომელსაც დღეს დასავლეთს აქვს საქმე.

 

 

ნატო შეკვებისა და თავდაცვის სტრატეგიას გააძლიერებს და მეტს გააკეთებს ალიანსის საზღვრებს გარეთ სტბილურობის უზრუნველყოფისთვის.

 

 

ჩვენ ახლა ვდგამთ შემდგომ ნაბიჯებს თავდაცვისა და შეკავების გასაძლიერებლად ყველა მიმართულებიდან მომავალი საფრთხისგან.

 

 

ჩვენ გავზრდით სამხედრო ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვასა და მდგრადობას კიბერთავდასხმებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე, ვზრდით ჩვენს დაცვას ბალიტისტიკური სარაკეტო დარტყმებისგან ევროატლანტიკური რეგიონის გარედან. ყველა ეს ზომა არის თავდაცვითი, პროპორციული, გამჭვირვალე და სრულად შეესაბამება ალაიანსის სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებებს. ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის.

 

 

ამ თვალსაზრისით, ჩვენ კვლავ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის რუსეთთან, ჩვენი პოზიციების მკაფიო განმარტებისთვის, და, პირველ რიგში, სამხედრო ინციდენტების რისკების მინიმუმამდე დაყვანისთვის. ჩვენ კვლავ მივისწრაფვით კონსტრუქციული ურთიერთობისკენ რუსეთთან, როცა რუსეთის ქმედებები ამის საშუალებას იძლევა. რაც უფრო სტაბილურად იქნებიან ჩვენი მეზობლები, მით უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით ჩვენ“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი