შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი ნივთის მითვისებისთვის ძებნილი, 1991 წელს დაბადებული ბონდო კ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, პეკინის გამზირზე ბინა იქირავა, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები: მაცივარი, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, შემდეგ ლომბარდში ჩააბარა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბონდო კ.-ზე ძებნა გამოაცხადეს. პოლიციამ ძებნილი სენაკში დააკავა. ნაქირავები ბინიდან წაღებული სამივე ნივთი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება მითვისების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.