გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებს გაეცნო.
ძლიერი წვიმის შედეგად, ნიაღვარმა მღვიმის ცენტრალური შესასვლელი ჩახერგა; შემოტანილი ღორღითა და ქვიშით დაიფარა ტურისტული ბილიკი და დაზიანდა ბილიკის მოაჯირი; დასაშვებ ნორმას გადააჭარბა წყლის დონემ პრომეთეს მღვიმის დარბაზში.
გვიან ღამით, ავარიულად გაითიშა მღვიმის განათებაც. ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოები უკვე ჩატარდა.
ამ ეტაპზე პრომეთეს მღვიმეში ტურისტებს გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.