ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაქ ობამას განცხადებით, ნატო გააგრძელებს პარტნიორების დახმარებას და მათ შორის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება.
ამის შესახებ ობამამ ვარშავის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 70 წლის განმავლობაში ნატო არასდროს ყოფილა ასეთი გამოწვევების წინაშე, როგორც დღეს არის. მან აღნიშნულის დასადასტურებლად მაგალითად მოიყვანა: შეერთებულ შტატებში, კანადასა და ევროპაში მომხდარი ტერაქტები, მიგრანტების კრიზისი, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და მოსკოვის პროვოკაციული ქმედებები.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი გამოწვევების პერიოდში ალიანსი გააგრძელებს ნატოს წევრებისა და მისი პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.
„ნატო არასდროს ყოფილა ასეთი გამოწვევების წინაშე, როგორიც დღეს არსებობს უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და პოლიტიკური კუთხით. მინდა ვთქვა გარკვევით ის, რაც არასდროს შეიცვლება - ეს არის ევროპის უსაფრთხოების, თავდაცვის, ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ერთობლივი თავდაცვისადმი შეერთებული შტატების ურყევი ერთგულება. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ნატოს წესდების მეხუთე მუხლის მხარდაჭერა და შევთანხმდით კოლექტიური თავდაცვის მნიშვნელოვან გაძლიერებაზე იმ დონემდე, როგორიც ცივი ომის შემდეგ არ მომხდარა.
ვაძლიერებთ ნატოს თავდაცვას, როგორც შეკავების პოლიტიკის ნაწილს, ვაგრძელებთ მუშაობას ევროპულ ინიციატივაზე, რომელიც ბალტიისპირეთიდან შავი ზღვის ჩათვლით უსაფრთხოების გაძლიერებას გულისხმობს, ვაძლიერებთ ჩვენს ყოფნას აღმოსავლეთ ფლანგზე. ვეხმარებით უკრაინას, რომელსაც კომისიის სხდომის ფარგლებში მიენიჭა ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი. ჩვენ გავაკეთებთ უფრო მეტს, რომ დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს ჩრდილო აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე და საქართველოს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში“, - განაცხადა ბარაქ ობამამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.