სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მეორე დღეა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის შედეგად სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობა.
უხვმა ნალექმა განსაკუთრებით მარტვილის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია უწყების შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, აქტიურად მიმდინარეობს სადრენაჟე არხების გაწმენდითი სამუშაოები, რათა დატბორილი ფართობებიდან ჭარბი წყლის მოშორება დროულად მოხდეს.
„რეგიონში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და სავარაუდოდ ზარალიც დიდი იქნება. მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დაახლოებით 2 ათას ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული მთლიანად წყლით იყო დაფარული. ამ ეტაპზე წყლის დონემ დაიწია და 600 ჰა-მდე დატბორილი ფართობია დარჩენილი. სამელიორაციო ტექნიკა აქტიურად მუშაობს, რათა დროულად მოხდეს ფართობების დრენირება და ზარალის დამთვლელმა კომისიამ შეძლოს ზარალის შეფასება. მას შემდეგ, რაც კომისია დაასრულებს მუშაობას და დასკვნას მოგვაწვდის, გადაწყდება თუ რა ფორმით მოხდება დაზარალებულების დახმარება.
დასავლეთ საქართველოში - აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, დაიტბორა სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები, საკარმიდამო ფართობები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები“,-აცხადებენ უწყებაში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირებულად განხორციელების მიზნით მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში იმყოფებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.