ქობულეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად მეწყერული პროცესები მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში განვითარდა. დაზიანდა შიდა სასოფლო გზები.
როგორც guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მესამე დღეა აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. გამგეობაში მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 100 107. ზარი უფასოა.
გამგეობისა და საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით, ინტენსიურად მიმდინარეობს სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. სპეციალური ტექნიკა პარალელურად რამდენიმე მიმართულებით მთელი დატვირთვით მუშაობს. ამ ეტაპისთვის ხალას, ჩაისუბნისა და ჭახათის მიმართულებით გზების გაწმენდით სამუშაოებს 8 ერთეული ტექნიკა აწარმოებს. ასევე საგანგებო რეჟიმში მუშაობს ა(ა)იპი „ქობულეთის სოფლის წყალი“. მობილური ბრიგადები ოპერატიულად აწარმოებენ სოფლის წყალსადენი სისტემების სათავე ნაგებობების გაწმენდით და დაზიანებული მაგისტრალების აღდგენით სამუშაოებს.
სტიქიის შემსწავლელი კომისია ზარალს ითვლის. შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ასევე მიმდინარეობს სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გეოლოგიური კვლევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.