სამართალდამცველები ამ წუთებში გუკა რჩეულიშვილის დაკავების სპეცოპერაციას აწარმოებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, გუკა რჩეულიშვილის დაკავება, სავარაუდოდ მისი „ცენტრ-პოინტის“ დირექტორობის პერიოდს უკავშირდება.
გუკა რჩეულიშვილის დედის, მაია რჩეულიშვილის ინფორმაციით, უკვე დაკავებულია კომპანიის ორი თანამშრომელი - სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი და ასევე, დაკავების ორდერია გაცემული მისი შვილის - გუკა რჩეულიშვილის მიმართ.
„ეს არის პოლიტიკური დევნა დ სხვა არაფერი. ეს საქმე თავიდანვე დაინტერესებულმა მხარემ წარმართა „ცენტრ პოინტის“ წინააღმდეგ“, - ამბობს მაია რჩეულიშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, რომელმაც „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა თაღლითობის ბრალდებით დაიწყო, დაინტერესებული პირი იყო.
„ჩვენ და არჩილ კბილაშვილს გვქონდა საერთო ბიზნეს ინტერესები და შენობა, რომელიც „მერიოტის“ უკან ერთად ავაშენეთ. ამ დროს მომხდარი გაუგებრობის გამო მან პროკურორის თანამდებობის დაკავების შემდეგ, გადაწყვიტა შურისძიება. კბილაშვილი, როგორც ყოფილი ბიზნეს პარტნიორი, ვერაფრით იქნებოდა ნეიტრალური პირი“, - განაცხადა მაია რჩეულიშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნათია სუხიაშვილის განაცხადებით, ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება „ცენტრ-პოინტის“ ორი თანამშრომლის სალომე ჩარკვიანისა და ირაკლი მინდელის დაკავების მიზეზებსა და საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ხვალ გაავრცელებს.
მთავარ პროკურატურაში სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი"-ს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ სავარაუდო თაღლითობის ფაქტზე გამოძიება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.