ვახტანგ რჩეულიშვილი „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის გააქტიურებას არჩილ კბილაშვილის პირად ინტერესებს უკავშირებს
10-07-2016, 06:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიზნესმენი ვახტანგ რჩეულიშვილი მისი შვილის, გუკა რჩეულიშვილის დაკავების შესახებ მიმდინარე ღონისძიებებს საეჭვოს უწოდებს და პროკურატურის გააქტიურებას საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორის, არჩილ კბილაშვილის პირად ინტერესებს უკავშირებს.

 

 

„ჩემთვის ცოტა საეჭვო ვითარებაა, რადგან თუ დაკავება უნდოდათ, პროცესი 2 წელია მიმდინარეობს და კაციშვილს არ დაუკითხავს. „ცენტრ პოინტის“საქმის გამოძიებით ჩვენც დაინტერესებული ვართ. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, რომ ყველაფერს - ამ პროვოკაციას „ცენტრ პოინტის“ წინააღმდეგ ამტკიცებს ის, რომ არჩილ კბილაშვილი, ვინც გასცა ეს ორდერი და სანქცია, იყო „ცენტრ პოინტის“ საქმიანი პარტნიორი. ამას მოჰყვა ის, რომ არჩილ კბილაშვილმა მოაწერა ხელი სანქციას რუსუდანის და მაიას წინააღმდეგ, რაც ჩვენ გავასაჩივრეთ, რასაც მოჰყვა გაძლიერება 30 კაცამდე პროკურატურის ბრიგადის“, - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილი.

 

 

„რუსთავი 2“-ის ცნობით, სამართალდამცველები ამ წუთებში გუკა რჩეულიშვილის დაკავების სპეცოპერაციას აწარმოებენ. გუკა რჩეულიშვილის დედის, მაია რჩეულიშვილის ინფორმაციით, უკვე დაკავებულია კომპანიის ორი თანამშრომელი - სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი და ასევე, დაკავების ორდერია გაცემული მისი შვილის - გუკა რჩეულიშვილის მიმართ. 

 

 

მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნათია სუხიაშვილის განაცხადებით, ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება „ცენტრ-პოინტის“ ორი თანამშრომლის სალომე ჩარკვიანისა და ირაკლი მინდელის დაკავების მიზეზებსა და საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ხვალ გაავრცელებს. 

 

 

მთავარ პროკურატურაში სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ სავარაუდო თაღლითობის ფაქტზე  გამოძიება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი