სადგურის მოედნის მიმდებარედ პროსტიტუციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს
10-07-2016, 07:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სადგურის მოედნის მიმდებარედ, გოგოლის ქუჩის მცხოვრებლების მიერ პროსტიტუციის წინააღმდეგ გამართული აქცია დაკავებით დასრულდა.

 

 

აქციის მონაწილეები რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათი თქმით, არსებულ დაწესებულებებში, გახშირებული პროსტიტუციის ფაქტებს აპროტესტებდნენ.

 

 

საპროტესტო აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხმის“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათ დაწესებულებებზე პროტესტის გამომხატველი წარწერები გააკეთეს, რის გამოც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა მემანიშვილი დააკავეს.

 

 

როგორც პატრულმა მემანიშვილს დაკავებამდე განუმარტა, იგი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, რაც იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და 173-ე მუხლით, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს.

 

 

გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე ასევე, იმყოფებოდა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები დედაქალაქის ცენტრში დაუშვებელია.

 

 

"აღნიშნული ტერიტორია პროსტიტუციამ და ალკოჰოლიზმმა წაიღო. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა ოჯახებისთვის, რადგან აქ იზრდებიან ბავშვები. ეს პრობლემა უკვე წლებია დგას. არც ერთმა ხელისუფლებამ ეს პრობლემა არ გადაჭრა. მივმართავ შს მინისტრს, ბატონ მღებრიშვილს, მოაგვაროს ეს საკითხი. შეუძლებელია თბილისის ცენტრში მიდიოდეს აღვირახსნილი ქმედებები და ამავდროულად ცხოვრობდნენ მოქალაქეები“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი