პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შეკვეთილში მდებარე Black Sea Arena-ს სახით ქვეყანას შეემატა ულტრათანამედროვე დონის საკონცერტო დარბაზი.
მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელება უკავშირდება ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს დამის უპ რეცედენტო ქველმოქმედებას.
„ეს არის სამშობლოს წინაშე მისი ღვაწლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი. მინდა ჩვენი სახელმწიფოს სახელით გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რომ ასეთი საკონცერტო დარბაზი შეკვეთილის მახლობლად აშენდა. ეს არის რეგიონის განვითარების პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის ამ ნაწილისთვის. გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, მოხდება ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რაც დიდი სტიმულია ბიზნესის განვითარებისთვის. ასეთი მსხვილი ინვესტიცია ქმნის სამუშაო ადგილებს. მშენებლობაზე 600-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ასევე, აღნიშნა, რომ დარბაზი უკვე მზად არის უმასპინძლოს სტუმრებს.
„საკონცერტო დარბაზის ტექნიკური შესაძლებლობები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, გათვლილია 10 000-მდე ადამიანზე, დაპროექტებულია უსაფრთხოების სრული დაცვით, გათვლილია შშმ პირებზე, რისი პრეცედენტიც არ გვქონია. დარბაზის სტრუქტურა ისეთია, რომ შეუძლია უმასპინძლოს ნებისმიერი ჟანრის მუსიკის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს და სპორტულ ღონისძიებებს. დარბაზი მზად არის უმასპინძლოს ნებისმიერი უმაღლესი დონის ვარსკვლავსა თუ შოუ პროგრამას”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა და დასძინა, რომ შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია გაიმართება.
„ამ შესანიშნავ დარბაზთან ერთად, ფონდი „ქართუ” ქართველ ხალხს კიდევ ერთ საჩუქარს უკეთებს - მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია ამ სეზონზე. ამ დარბაზში გაიმართება ისეთი წარმოდგენები, რომლებიც თითოეულ სტუმარს განსაკუთრებული ემოციით დამუხტავს, განსაკუთრებით უცხოელ მაყურებელს დაუტოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას საქართველოზე და იქცევა ჩვენი ზღვისპირეთის სავიზიტო ბარათად“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ფონდმა „ქართუმ“ შეკვეთილში მდებარე უმაღლესი სტანდარტის 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს გადასცა. შესაბამის შეთანხმებას ფონდის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერეს ხელი. დღევანდელ ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკალური პროდიუსერები, ტურისტული კომპანიებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.