შეკვეთილში არსებული Black Sea Arena-ს მოვლა-პატრონობა და ხელფასები, არასაკონცერტო პერიოდში, თვეში 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე დაჯდება.
ამის შესახებ Black Sea Arena-ს დირექტორმა, დიმიტრი ბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"მშენებლობა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და საექსპლუატაციო ხარჯის შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე ნაკლებად გვაქვს. ჩვენ დაახლოებით ხარჯები ვიცით. არის დიდი სხვაობა კონცერტის დროს და ჩვეულებრივ დღეებში. დარბაზის მოვლა-პატრონობა და ხელფასები კონცერტების გარეშე მერყეობს თვეში 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე. რაც შეეხება კონცერტებს, ეს უკვე დამოკიდებულია რა სიმძლავრეები იქნება გამოყენებული“, - განაცხადა ბერიძემ.
მისი თქმითვე, მომავალში საკონცერტო დარბაზში იგეგმება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დონის კონცერტები.
„Black Sea Arena 2016 წლის საზაფხულო პროგრამასთან ერთად თავისი ინფრასტრუქტურით სახელმწიფოს გადაეცა. გვაქვს გეგმები და იქნება ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი დონის კონცერტი. სულ მალე მოვაწყობთ პრესკონფერენციას, სადაც პირველი კონცერტის თარიღს გავაჟღერებთ და ასევე გახდება ცნობილი, თუ ვინ გამართავს კონცერტს. მომდევნო დღეებში ვიტყვით ასევე თუ რა ღონისძიებები დაიგეგმება სამომავლოდ“, - განაცხადა ბერიძემ.
ფონდმა „ქართუმ“ შეკვეთილში მდებარე უმაღლესი სტანდარტის 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს გადასცა. შესაბამის შეთანხმებას ფონდის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერეს ხელი. დღევანდელ ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკალური პროდიუსერები, ტურისტული კომპანიებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.