300-ზე მეტი ადამიანი არის მოკლული, მათ შორის, ბევრი სამოქალაქო პირი და ჩინეთის მშვიდობისმყოფელები სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში განახლებული ბრძოლების შედეგად. ეს წარმოშობს შიშებს, რომ ქვეყანა სამოქალაქო ომს უბრუნდება. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" წერს.
შეტაკებები თავდაპირველად ხუთშაბათსა და პარასკევს დაიწყო, როდესაც პრეზიდენტის, სალვა კიირის ერთგული ჯარები და ჯარისკაცები, რომლებიც მხარს უჭერენ ვიცე პრეზიდენტს, რიკ მაჩარს, ერთმანეთს დაუპირსპირდნენ.
შაბათს, სიტუაციის დამშვიდების შემდეგ, რაც სამხრეთ სუდანის სუდანიდან გამოყოფის დამოუკიდებლობის მეხუთე წლისთავის ზეიმს უკავშირდებოდა, კვირას ბრძოლები ისევ განახლდა.
სამხრეთ სუდანის პრეზიდენტმა და ვიცე პრეზიდენტმა, რომლებიც 2013 წელს დაწყებულ სამოქალაქო ომში ერთმანეთს ორი წელი ებრძოდნენ, მოწოდების ერთობლივი განაცხადი გააკეთეს მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს, მათ მომხრეებს შორის შეტაკებები დაიწყო.
სამხრეთ სუდანის ინფორმაციის მინისტრმა, მაიკლ მაკუეიმ განაცხადა, რომ მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. მან მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
მიმომხილველების განცხადებით, ნათელია, რომ გასული წლის აგვისტოს ორ მთავარ ჯგუფს შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმება ახალგაზრდა ქვეყანაში "ძაფზე არის ჩამოკიდებული".
გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაჟინებით მოუწოდა ორივე მხარეს, რომ დაასრულონ ბრძოლები. გაერო სამხრეთ სუდანში უფრო მეტი სამშვიდობო ძალების განლაგების გეგმას განიხილავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.