სამშენებლო კომპანია ”ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორს, ირაკლი მინდელსა და გაყიდვების მენეჯერს, სალომე ჩარკვიანს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
აღნიშნულზე საუბრობენ დაკავებულების ადვოკატები, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან წინასწარი დაკავების იზოლატორში წუხელ, გვიანობამდე იმყოფებოდნენ.
”ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაოგნებულია, რატომ მოხდა ამ ფორმით მისი დაკავება, მითუმეტეს, რომ სალომე ჩარკვიანი თებერვალში მისული იყო სამართალდამცავ ორგანოებთან და მიცემული აქვს ჩვენება. კონკრეტულად ბრალი ამ ეტაპზე წარდგენილი არ აქვს. მან არ იცის კონკრეტულად რას ედავებიან და შესაბამისად არანაირი ჩვენება არ მიუცია. რას ედავებიან ჩვენთვის ცნობილი იქნება მას შემდეგ, რაც ბრალს წაუყენებენ”, - აცხადებს სალომე ჩარკვიანის ადვოკატი, მაია ფხალაძე.
გუკა რჩეულიშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება მისი დაცვის ქვეშ მყოფი. როგორც ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მასთან დაკავშირებას მშობლები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
”ჯერ დავუკავშირდებით გუკას, შემდეგ ალბათ თვითონ გადაწყვეტს გამოცხადებასთან დაკავშირებით, ჩაგვაბარებენ დოკუმენტებს და ვნახავთ თუ რას გვედავებიან. არ ვიცი სად არის, ვერ დაუკავშირდნენ მისი მშობლები. ბატონი ვახტანგ რჩეულიშვილი ვნახე. მან მითხრა, რომ შეეცდებიან დაკავშირებას და ეტყვიან, რომ გამოცხადდეს პროკურატურაში. როგორც ვიცი, აქამდე ვერ დაუკავშირდნენ.
სასამართლოს განჩინება გაუცია სამი პიროვნების დაკავების შესახებ, მათ შორის ერთ-ერთი გუკა რჩეულიშვილია. ის სახლში არ იმყოფებოდა როდესაც მასთან პოლიცია მივიდა, დამირეკეს მისმა მშობლებმა. მივედი და ზეპირად, გამომძიებლისგან გავარკვიეთ, რომ „ცენტრ პოინტის” ბათუმის ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით არის სავარაუდოდ დაკავების განჩინება გაცემული.
კონკრეტულად ბრალდება რას შეეხება, დოკუმენტები ჯერ არ გვაქვს წარდგენილი. ”ცენტრ პოინტის” საქმის გამოძიება მეოთხე წელია მიმდინარეობს, რაღაც ეპიზოდებზე საქმე სასამართლოში იხილება, დანარჩენ ნაწილზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს, ამ ხნის განმავლობაში ადვოკატებს თუ ”ცენტრ პოინტის” თანამშრომლებს მუდმივი კონტაქტი გვაქვს გამოძიებასთან და გაუგებარია თუ რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ, რომ ამ პირების დაკავება აუცილებელი იყო. ან პროკურატურამ რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასამართლოსგან წინასწარ დაკავების განჩინება მიეღო. პროკურატურა თუ დაიბარებდა, ერთიც, მეორეც და მესამეც უპრობლემოდ მივიდოდნენ. დანარჩენს დაველოდებით”, - აღნიშნა ჭაბაშვილმა.
”ცენტრ-პოინტ აჭარის” საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი გუშინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათი აყვანა ბათუმის პროექტ ”თეთრ მაგნოლიას” უკავშირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.