საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მისი უწყების მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტმა“ გაიმარჯვა, თუმცა იმის გამო, რომ მათ სათანადო საბუთები ვერ წარმოადგინეს - შეთანხმება გაუქმდა.
მინისტრის თქმითვე, ის ვერ ისაუბრებს რჩეულიშვილების „კეთილსინდისიერი ბიზნესების“ შესახებ.
„არ ვილაპარაკებ თავად რჩეულიშვილების კეთილსინდისიერ ბიზნესებზე. ნებისმიერი თბილისელი გაგცემთ ამაზე პასუხს და ოთხი წლის წინ და მანამდე, სააკაშვილის დროს, ძიებები მიდიოდა იმედია, ჩემი ბრალი არ არის. მოიგო ერთი ტენდერი გამზადებული კორპუსით, ხოლო როცა ვუთხარით, რომ ვყიდულობთ ამ კორპუსში ბინებს დევნილებისთვის, გვითხრა, რომ აქ ისედაც მშვენივრად ვყიდი და გვერდით რომ ავაშენებ, იმაში მოგყიდითო და იმაზე ხელშეკრულება არ ყოფილა, ის არ მოუგია და ბუნებრივია თავს არ მოვატყუებინებდით. მეორე ორ სართულიანი კორპუსი მოიგო სადღაც ამერიკის საელჩოსთან, თითქმის დამთავრებული იყო მშენებლობა, დიდი სიამოვნებით ვიყიდდით, ვერ წარმოადგინა საბუთი მისია, არის თუ არა მისი,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.
„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვახო რჩეულიშვილის განცხადებით, „ცენტრ პოინტის“ წინააღმდეგ აღძრული საქმე იყო პოლიტიკური პროვოკაცია, რომლის სათავეში „ქართული ოცნების“ უმაღლესი წამომადგენლები დგანან. მისი თქმით, კომპანია პროკურატურისგან საქმის სერიოზულაც გამოძიებას ითხოვდა.
„ჩვენ სულ ვითხოვდით რომ ჩვენი საქმე სერიოზულად გამოეძიებინა პროკურატურას. მივითითებდით როგორ გაგვძარცვა ქალაქის მერიამ თბილისის განვითარების ფონდმა,დევნილთა სამინისტრომ და აშ. ამის მაგივრად კი სულ ბრალდებები ისმოდა ჩვენს მიმართ. ერთი სიტყვით, ამ ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა და ჩვენ ვიჩივლეთ, რომ საერთოდ ეს საქმე თავიდანვე იყო აღძრული უკანონოდ და შევიტანეთ საჩივარი არჩილ კბილაშვილზე ერთი თვის წინ, რომ ცენტრ პოინტის საქმის არცერთი ეპიზოდი არ გამოუძიებიათ. „ცენტრ პოინტის“ გაკოტრების საქმე, თბილისის მერიის დანაშაულია და განვითარების ფონდისა, რომელმაც პუშკინის სკვერში ჩვენს ნაკვეთზე ააშენა თავისი შენობა ისე რომ არც უკითხია ჩვენთვის. ეს არის ნაკვეთი რომელსაც ჩვენთვის 10 მილიონი დოლარი უნდა მოეტანა მოგება. ეს წართმეულიც კი არ არის ოფიციალურად. უბრალოდ მერია მივიდა და დაიწყო მშენებლობა და ასეთი რამდენიმე ნაკვეთია. ახლა კი ცდილობენ რომ გუკას იძულება განახორციელონ და თუ პოლიტიკური ბრძოლა უნდათ მიიღებენ“- განაცხადა რჩეულიშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ცენტრ პოინტ აჭარას“ დირექტორი ირაკლი მინდელო და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკავეს, მათ ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.
ვახო რჩეულიშვილის თქმით, პროკურატურას, მისი შვილი, „ცენტრ პოინტის" ყოფილი გენერალური დირექტორი გუკა რჩეულიშვილი არ დაუკავებიათ, თუმცა სასამართლოსგან უწყისი მიიღეს.
მთავარ პროკურატურაში სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ სავარაუდო თაღლითობის ფაქტზე გამოძიება 2012 წელს დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.