სააკაშვილის პრეზიდენტობისას დანიშნულმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა შვედეთსა და მექსიკაში თანამდებობებიდან წასვლა და სამშობლოში დაბრუნება ითხოვეს. როგორც ცნობილი გახდა, შვედეთსა და ფინეთში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე და მექსიკაში საქართველოს ელჩი მალხაზ მიქელაძე პოსტებს დატოვებენ.
მთავრობის განკარგულებით, მალხაზ მიქელაძის მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისთვის წინადადების წარდგენის თაობაზე შესაბამისი განკარგულება მთავრობამ უკვე გამოსცა.
ასევე, პოსტს დატოვებს შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე.
მალხაზ მიქელაძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მექსიკაში 2010 წლის დეკემბერში დაინიშნა. კონსტანტინე ქავთარაძე კი შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ფუნქციას 2011 წლის ივნისიდან დღემდე ახორციელებს.
დააკმაყოფილებს თუ არა მთავრობის წარდგინებას ელჩების გათავისუფლების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩებს - კონსტანტინე ქავთარაძესა და მალხაზ მიქელაძეს როტაციის ვადა ამოეწურათ და სამშობლოში დაბრუნება ისურვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.