სოფელ ვაჩიანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა,- აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბრისას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა გააკეთა.
მისი თქმით, 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის ცხედრების პოვნის შემდეგ, თავდაპირველი ვერსია ბუნებრივი აირით გაგუდვა იყო, მას შემდეგ კი რაც სპეციალური სამსახურები გაეცვნენ საქმის დეტალებს, მკვლელობის ვერსია გამოიკვეთა.
"კრიმინალისტები ახლაც მუშაობენ შემთხვევის ადგილზე. ამ დილით პირადად ვესაუბრე პოლიციის უფროსს, რომელმაც დამიდასტურა, რომ საქმე გვაქვს მკვლელობასთან. ცხედრები გუშინ, 3-4 სთ-ზე იპოვეს მეზობლებმა. მთელი სოფელი და პოლიცია იქ იყო, მეც იქ გახლდით. მოტივზე საუბარი ჯერ ნაადრევია, გამოძიების პროვესში, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა. ფაქტი ძალიან შემზარავია", - აცხადებს ედუარდ აღასარიანი.
მისივე ცნობით, საქმეს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლები იძიებენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში, 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის ცხედრები მეზობლებმა გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დედასა და უფროს გოგონებს თავის არეში აქვთ ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია.
ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ.
სახლში, სადაც ცხედრები აღმოაჩინეს, მხოლოდ ქალი და მისი შვილები ცხოვრობდნენ, ოჯახის უფროსი კი რუსეთში სამუშაოდ იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.