საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, „კონსერვატიული პარტია“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.
მისი თქმით, დეტალები, თუ რა ფორმით მოხდება ზვიად ძიძიგურის პარტიის ჩასმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, სამომავლოდ გახდება ცნობილი.
„კონსერვატორები“ იქნებიან ჩვენთან და დამოუკიდებლად არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ეს ფორმატი ვამუშავეთ გია ჟორჟოლიანთან მიმართებაშიც, შესაბამისად ეს პრაქტიკა არსებობს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა და დასძიინა, რომ „კონსერვატიული პარტიის“ გარდა, „ქართული ოცნების” სიაში სხვა პარტიებიდან კიდევ ერთი-ორი გამონაკლისი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.