ისრაელის ბიბლიურ ქალაქ აშქელონში არქეოლოგიურმა აღმოჩენამ შესაძლოა ბიბლიური საიდუმლო ამოხსნას
11-07-2016, 04:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისრაელში, ბიბლიურ ქალაქ აშქელონში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სავარაუდოდ, ფილისტინელების პირველი სასაფლაო აღმოაჩინეს.

 

 

კერძოდ კი აშქელონში არქეოლოგების ცნობით, აღმოჩენილია 200-ზე მეტი ადამიანის ნაშთი.

 

 

ამის შესახებ ინფორმაციას phys.org ავრცელებს.

 

 

არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ მიმდინარე წლის 10 ივლისს (კვირას) გახდა ცნობილი.

 

 

„არქეოლოგიურმა აღმოჩენამ შესაძლოა ბიბლიური საიდუმლოს ამოხსნაში  შეიტანოს წვლილი,  საუბარია იმაზე თუ საიდან არიან ძველი ფილისტინელები.

 

 

ფილისტინელებმა უამრავი პოეტური მემკვიდრეობა დატოვეს, მაგრამ 2013 წლამდე მათზე ძალიან მცირე ბიოლგიური კვალია აღმოჩენილი.

 

 

მეცნიერთა ჯგუფი ამჟამად ძვლების იმ ნიმუშებს უკეთებს დი-ენ-ეი-ს ანალიზს, რომლებიც დაახლოებით ჩვ.წ.-ამდე  XI-VIII საუკუნეებს მიეკუთვნება, რათა დასრულდეს დებატები ფილისტინელების გეოგრაფიული წარმოშობის შესახებ“,-წერს გამოცემა.

 

 

არქეოლოგებს ჯერ აღნიშნულის შესახებ რაიმე დასკვნები არ გაუკეთებიათ, რადგან მათი თქმით, ისინი ამის თაობაზე უფრო მკაფიოდ მხოლოდ დი-ენ-ეი-ს ანალიზების შემდგომ ისაუბრებენ.

 

 

ბიბლიურ ქალაქ აშქელონში არქეოლოგიური გათხრები 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. გასულ წლებში, მხოლოდ რამდენიმე ფილისტინელის საფლავის აღმოჩენა გახდა შესაძლებელი და რადგანაც დასკვნების გამოსატანად აღნიშნული აღმოჩენა საკმარისი არ იყო და არ უნდოდათ ულტრა ორთოდოქსი ებრაელების პროტესტი გამოეწვიათ, არქეოლოგებმა ამის თაობაზე დუმილის შენარჩუნება არჩიეს და აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ შეინახეს.

 

 

ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, დანიელ მასტერმა განაცხადა: „ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ენაზე კბილი გვქონდა დაჭერილი“.

 

 

ბიბლიაში ფილისტინელები აღწერილი არიან, როგორც უძველესი ებრაელების დაუძინებელი მტრები, უცხო ტომელები, რომლებმაც დასავლეთის მიწებიდან მოახდინეს მიგრაცია და დასახლდნენ ფილისტინის (დღევანდელ სახმრეთ ისრაელსა და ღაზას სექტორში) 5 მთავარ ქალაქში.

 

 

ყველაზე დიდი ფილისტინელი იყო გოლიათი, შიშისმომგვრელი მებრძოლი, რომელიც ახალგაზრდა მეფის, დავითის მიერ იქნა განგმირული.

 

 

ფილისტინელთა მემკვიდრეობა ცოცხლობს სახელწოდება „პალესტინაში“, ტერმინში, რომელიც რომაელებმა მე-2 საუკუნეში დაარქვეს რეგიონს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი