მარტვილის განახლებული კანიონი, სავარაუდოდ, 15 ივლისს გაიხსნება
11-07-2016, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარტვილის განახლებული კანიონი, სავარაუდოდ, 15 ივლისს გაიხსნება, თუმცა, მუნიციპალიტეტში სტიქიისგან გამოწვეული მდგომარეობის გამო, საზეიმო გახსნა, ალბათ, ვერ მოხერხდება, - განუცხადა guardian.ge-ს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე გრიგალავამ.

 

 

გრიგალავას განცხადებით, კანიონის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდა, რაზეც მილიონ 300 000 ლარი დაიხარჯა.

 

 

"აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყო ტურისტული ბილიკები, გადასახედები, ხიდები, ანგარი, ნავმისადგომი და ვიზიტორთა მოსაცდელი. რესტავრაცია ჩაუტარდა ქვაში ნაკვეთ დადიანების ისტორიულ კიბესა და წყლის წისქვილს", - აცხადებს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

 

 

კანიონში მიმდინარე ბოლო სამუშაოები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა დაათვალიერა.

 

 

“დაცული ტერიტორიები სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს და ძალიან მალე, რამდენიმე დღეში მარტვილის კანიონზე, რომელსაც ადრეც ბევრი ვიზიტორი ჰყავდა, გავხსნით ადმინისტრაციულ ცენტრს და იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც მოვაწყვეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში,“- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი