მაია რჩეულიშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ
11-07-2016, 05:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი მის დაკავებას არ გამორიცხავს.

 

 

ამის შესახებ რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურაში, დაკითხვაზე შესვლამდე განუცხადა.

 

 

მაია რჩეულიშვილი დაკითხვაზე მის დაბარებას და „ცენტრ-პოინტის“ წინააღმდეგ სამართალწარმოებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.

 


„არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ, მოტივი არის პოლიტიკური. შევხვდებით 8 ოქტომბერს“, - განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.

 

 

დღესვე თბილსის პროკურატურაში დაბარებული იყო მაია რჩეულიშვილის შვილი, „ცენტრ პოინტის” ყოფილი გენერალური დირექტორი გუკა რჩეულიშვილი, რომელიც საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადაა. მაია რჩეულიშვილის თქმით, მას შვილთან არ უსაუბრია და მისი ადგილსამყოფელი ოჯახისთვის უცნობია.

 

 

მაია რჩეულიშვილი თბილისის პროკურატურაში ადვოკატთან და მეუღლესთან, ვახტანგ რჩეულიშვილთან ერთად მივიდა.

 

 

თბილისის პროკურატურასთან რჩეულიშვილების ოჯახის საწინააღმდეგოდ „ცენტრ-პოინტის“ მშენებლობისგან დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა რჩეულიშვილებს „თაღლითები“ უწოდეს.

 

 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ცენტრ-პოინტ აჭარას” საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკავეს. მათ ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.  

 

 

მთავარ პროკურატურაში სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ სავარაუდო თაღლითობის ფაქტზე გამოძიება 2012 წელს დაიწყო.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი