სახეზეა გამოძალვა სახელმწიფოს მონაწილეობით, რათა საკუთარი მადა დაიკმაყოფილონ, - აღნიშნული განცხადება „ცენტრ-პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა თბილისის პროკურატურაში მაია რჩეულიშვილისთვის ბრალის წაყენების შემდეგ გააკეთა.
„მე ამ ადამიანების მესმის, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს მშენებლობებისთვის დასამთვრებელი ფული და ამ თანხას არ გვაძლევს ხელისუფლება, კერძოდ, ფინანსთა სამინისტრო. ყველა ბინა მზადაა. ვინც დღეს აქ იყვნენ შეკრებილები, არ არიან დაზარალებულები. მე მაქვს კითხვა რატომ მიშლიან ხელს ამ ხალხის გასტუმრებაში. მიშინებენ ინვესტორებს ამ პროვოკაციებით. ეს ხალხი დაკმაყოფილდება თუ ჩვენ ხელისუფლებამ მუშაობაში ხელი არ შეგვიშალა“, - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.
რჩეულიშვილი პროვოკაციების მოწყობაში სააკაძის ქუჩაზე ერთ-ერთ ობიექტზე მცხოვრებ პირს ადანაშაულებს. „კრიხელს და მის ჯგუფს უნდათ ნახევარ ფასად ჩაიგდონ მშენებლობა. ეს „სვისტოკები“ მათი ნაყიდია, უნდათ „ცენტრ-პოინტის“ ქონების გადანაწილება, მაგრამ ვერ მიიღებენ“, - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.