"ცენტრ პოინტის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს საარჩევნო პროცესს უკავშირებს ვახტანგ რჩეულიშვილი. იგი აქცენტს ქონების გადანაწილებაზე აკეთებს და ამბობს, რომ "ასე მოხდა წინა არჩევნებზე და იგივე ხდება დღესაც". აღნიშნული განცხადება რჩეულიშვილმა პროკურატურასთან გააკეთა. იგი სახეწლმწიფოს თანხების გადაუხდელობაში ედავება და მიიჩნევს, რომ "ჩვენ 95% ვალდებულებები შევასრულეთ მაშინ, როცა 70% ცუდი გადამხდელი გვყავს, მთავრობას კი ჩვენი 50 მილიონი მართებს".
„10 მილიონი დოლარი, რომელიც მართებს ფინანსთა სამინისტროს ჩვენი, ზედმეტი გადასახადის სახით რომ დაგვიბრუნონ, სულ ააშენებდა ყველა ამ ადამიანის სახლს. იმის მაგივრად რომ ეს ფული დაგვიბრუნონ, ხდება ქონების წართმევა. ცდილობენ, რომ დაამძიმონ სიტუაცია და მაიას ათქმევინონ უარი ქონებაზე. ჩვენ 95% ვალდებულებები შევასრულეთ მაშინ, როცა 70% ცუდი გადამხდელი გვყავს, მთავრობას კი ჩვენი 50 მილიონი მართებს, რომლის 5% კი სულ დაამთავრებდა ამ პრობლემას. ამას ციფრებით დავამტკიცებ ყველა უწყებაში. ეს იცის პროკურატურამაც და ამიტომაც ცდილობენ გუკას დაჭერას, რომ ქონებაზე უარი ათქმევინონ. თუ არ არის პოლიტიკური, 30 მილიონს კონცერტებში რომ იხდიან, 10 მილიონი მოეცათ ჩვენთვის და დამთავრებული იქნებოდა ეს ამბავი",- განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.