“რესპუბლიკური პარტიის“ მთავრობის წევრები თანამდებობებზე გააგრძელებენ ყოფნას, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ან პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება სხვა რამეზე არ მიანიშნებს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ფრაქციის გაფართოებული სხდომის დასრულების შემდგომ გააკეთა.
“რესპუბლიკელებმა“ არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 27 მარტს მივიღეთ და ვთქვით, რომ კოალიციაში განვითარებული მოვლენების და ჩვენი გეგმების შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებში “რესპუბლიკური პარტია“ წარსდგება როგორც “რესპუბლიკური პარტია“, საარჩევნო კოალიციისა და ბლოკის გარეშე. ყველა მათგანს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა დასასრულებელი. ჩვენ თავიდანვე ძალიან მკაფიოდ ვამბობდით, რომ ვემსახურებით საქართველოს, სახელმწიფოს და არა კოალიციას ან “რესპუბლიკურ პარტიას“. ამ საქმეების დასრულებას სჭირდებოდა გარკვეული დრო. ვარშავის სამიტი საამისოდ ერთ-ერთ თარიღად იყო მოცემული. დანარჩენ დეტალებზე ძალიან მალე “რესპუბლიკური პარტია“, მისი ხელმძღვანელები ძალიან მკაფიო და ზუსტ განცხადებებს გავაკეთებთ. ეს არის დღეების საქმე, აღარ არის კვირების საქმე“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
კითხვას, რომლის მიხედვით, თინა ხიდაშელმა შესაძლოა “რესპუბლიკურ პარტიაში“ საქმიანობა არ გააგრძელოს და ამ პირობით დარჩეს თავდაცვის მინისტრად, უსუფაშვილმა "უხერხული" უწოდა.
“სხვა რამეც ხომ არ გაგიგიათ?! ოჯახური საქმიანობის შეწყვეტასაც ხომ არ აპირებს?! მისვამთ კითხვებს, რაზეც პასუხის გაცემა, უხერხულია. ნუ სვამთ ისეთ კითხვებს, რომელსაც თავად თუ მოუსმენთ, ცოტა უხერხული მოსასმენიც კია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.