საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ეს პროექტი ან უნდა მივიღოთ ან არ უნდა მივიღოთ!".
დავით უსუფაშვილის თქმით, პროექტი ვერ მიიღეს, რადგან “ბოლო მომენტში, საკითხის ინიციატორს - მთავრობას ან პარტია “ქართულ ოცნებას“ რაღაც განსხვავებული შეხედულებები აღმოაჩნდა პროექტის შემდგომ ბედთან დაკავშირებით“.
“სამწუხაროდ, “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის განხილვა, რომელიც პარლამენტში ორი მოსმენით არის მიღებული, იმ უბრალო მიზეზის გამო შეჩერდა, რომ კანონპროექტის ავტორი და პარლამენტში მისი წარმომდგენი - მთავრობა, მისი წარმომადგენელი პროექტის განსახილველად პარლამენტში ვეღარ მობრძანდა. ამასთანავე, ფრაქცია “ქართული ოცნების“ მხრიდან იყო განმარტება, რომ პროექტთან დაკავშირებით ფრაქციაში არის აზრთა სხვადასხვაობა. ამის თაობაზე პარლამენტში არაერთხელ გავაკეთე განცხადება, მივმართე კოლეგებს, რომ პროექტი მესამე მოსმენით არის განსახილველი ანუ მასში მხოლოდ რედაქციული ცვლილებებია შესატანი და რას ნიშნავს, რომ განსხვავებული პოზიციებია?! ეს პროექტი ან უნდა მივიღოთ ან არ უნდა მივიღოთ! სასამართლოებს ეს პროექტი სჭირდება. მგონი, მისი მომზადებისთვის ყველა ინსტანცია იყო მოვლილი და საჭირო იყო პროექტის მიღება და კანონად ქცევა. ეს ვერ მოხერხდა. ამის მიზეზის პოვნა მარტივია - ინიციატორს - მთავრობას ან პარტია “ქართულ ოცნებას“ ბოლო მომენტში რაღაც განსხვავებული შეხედულებები აღმოაჩნდა პროექტის შემდგომ ბედთან დაკავშირებით.
მთელი ორი თვის მანძილზე მოწვეული იყო სესია, ტარდებოდა სხდომები, კანონპროექტი დღის წესრიგში გვქონდა და მომხსენებელი ვერ ჩამობრძანდა. ამასობაში, გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ხმები ვერ გროვდებოდა თეორიულადაც, რადგან პარტია “ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ კენჭისყრისთვის მზად არ იყო. ამ ვითარებაში, რიგგარეშე სხდომის მოწვევა შეიძლება იყოს გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯი, მაგრამ ვეჭვობ, რომ მან რაიმე შედეგამდე მიგვიყვანოს, იქიდან გამომდინარე, რაც ამ პარლამენტში მესმის. საპარლამენტო უმცირესობა ბოიკოტის რეჟიმშია და კანონპროექტს ისედაც არ აძლევდა ხმას, უმრავლესობაში რა ვითარებააცა, ცნობილია, ასე რომ, დამატებითი კონსულტაციები რა შედეგს გამოიღებს, ვერ გეტყვით. ამ ყველაფერიდან გამომდინარე, ოპტიმისტურად განწყობილი ვერ ვიქნები“, - ამბობს უსუფაშვილი.
პრეზიდენტი საპარლამენტო ფრაქციებს სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით კონსულტაციებს სთავაზობს. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.