თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ სანლიურფაში, ავტოსადგურზე, ახალგაზრდა მამაკაცმა, პოლიციის 3 ოფიცერი მოკლა, ხოლო დანარჩენი 3 კი - დაჭრა.
პოლიციამ თავდამსხმელის ადგილზე ლიკვიდაცია მოახდინა.
აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალგაზრდამ პოლიციის ოფიცრებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც პოლიციელებმა მას ავტობუსის სადგურზე მისი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს.
სანლიურფას გუბერნატორის, გუნგორ აზიმ ტუნას განცხადებით, ინციდენტი ტერორიზმთან არ არის დაკავშირებული.
„თავდამსხმელი 17 წლის მოზარდი იყო, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. იგი თავისი ოჯახის წევრებთან ერთად მგზავრობდა და თან ჰქონდა წაღებული მამამისის იარაღი“,-განაცხადა სანლიურფას გუბერნატორმა და დასძინა, რომ ეჭვმიტანილის მამა თურქეთის შეიარაღებული ძალების გადამდგარი სერჟანტია.
სანლიურფას გუბერნატორმა ასევე, აღნიშნა, რომ დაჭრილი პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.