მოძრაობის - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ დღეს, თავისი პოლიტიკური მოძრაობის ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი წარადგინა.
ამ თანამდებობას ამირან ხვადაგიანი დაიკავებს.
პარტიის ლიდერმა ახლად წარდგენილ წევრთან ერთად, პარტიის მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმები გააცნო.
„ძნელია, მოკლე დროში ჩამოთვალო პროფესორ ამირან ხვადაგიანის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა - 18 გამოგონება, 3 სახელმძღვანელო და 70-მდე სამეცნიერო ნაშრომი - დამეთანხმებით ეს არ არის ადვილი საქმე, თუმცა მარტო ეს არის არის ბატონი ამირანის დამსახურება სამშობლოსა და თავისი ქალაქის წინაშე.
პოლიტიკა არ არის მარტო ბინძური ხალხის საქმე და არის კეთილსინდისიერი და ჯანმრთელი ხალხის საქმე და ამიტომაც ნახეთ რა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ბატონ ამირანს. მის უკან იდგა ქუთაისის ნაღები საზოგადოება. ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ“,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისი, როგორც განსაკუთრებული ისტორიული და პოლიტიკური მნიშვნელობის არეალი, აუცილებლად უნდა დარჩეს საპარლამენტო ქალაქად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.