ალ ყაიდას მოკლული ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟი შეერთებულ შტატებს მამამისის მკვლელობის გამო შურისძიებით ემუქრება. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერსი" ინტერნეტში გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერის საფუძველზე ავრცელებს.
ჰამზა ბინ ლადენი თავის 21–წუთიან სიტყვაში, სახელწოდებით "ჩვენ ყველანი ოსამა ვართ", პირობას იძლევა, რომ განაგრძობს მთელი მსოფლიოს მეომართა ჯგუფის ბრძოლებს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
"ჩვენ განვაგრძობთ თქვენზე დარტყმებს და მიზანში ამოღებას თქვენ ქვეყანაში და საზღვარგარეთ, თქვენი რეპრესიების საპასუხოდ პალესტინაში, ავღანეთში, სირიაში, ერაყში, იემენში, სომალიში და მუსლიმთა დანარჩენ მიწებზე", ამბობს ჰამზა.
ოსამა ბინ ლადენი 2011 წელს პაკისტანში ერთ–ერთ სახლში შეერთებული შტატების სადესანტო–დივერსიული რაზმების მიერ იქნა მოკლული, 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების საპასუხოდ.
ბინ ლადენის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული დოკუმენტების თანახმად, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა გასულ წელს, მისი მრჩეველები ცდილობდნენ, სამხედრო ლიდერები ხელახლა გაეერთიანებინათ ჰამზას გარშემო, რომელიც ირანში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.
ბრუკინგის ინსტიტუტის თანახმად, ჰამზა, რომელიც ახლა დაახლოებით 25 წლისაა, 9/11–ის თავდასხმებამდე ავღანეთში მამამისთან იმყოფებოდა და მასთან ატარებდა დროს პაკისტანში მას შემდეგ, რაც ავღანეთის დაპყრობის გამო ალ ყაიდას მთავარი ხელმძღვანელი პირები იძულებული გახდნენ პაკისტანში გახიზნულიყვნენ.
ბრუკინგის ინსტიტუტის წარმომადგენლის ბრიუს რიდელის თქმით, "ჰამზა წარმოადგენს ახალ სახეს ალ ყაიდაში და პირდაპირაა დაკავშირებული ჯგუფის დამფუძნებელთან. იგი არის მკაფიო და სახიფათო მტერი" და უკვე ასაკში შესული იმ ლიდერების ფონზე, რომლებიც ვერ ახერხებენ მსოფლიოს გარშემო "ისლამური სახელმწიფოს" იდეით გაცოცხლებულ მებრძოლთა შთაგონებას, იგი იქ ახალი ხმაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.