ბარნოვის ქუჩაზე გზის შეკეთების გამო, ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება.
თბილისის მერიის ცნობით, ბარნოვის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება იწყება და შესაბამისად, ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი მარშრუტით იმოძრავებს: კაკაბაძის ქუჩიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით მოძრავი N3, N67 და N131 სამარშრუტო ტაქსები მაყაშვილის ქუჩიდან გოგებაშვილის, შანიძის, ხორავასა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით განაგრძობენ გზას ბარნოვის ქუჩაზე.
„ბარნოვის ქუჩიდან კაკაბაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსები კი პეტრიაშვილის, გოგებაშვილისა და მაყაშვილის ქუჩების გავლით გადაადგილდებიან.
შანიძისა და პეტრიაშვილის ქუჩებზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში იქნება შესაძლებელი. მოქალაქეები გადაადგილებას დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით შეძლებენ“,-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.