დიდი ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერობისა და პრემიერ მინისტრობისათვის მებრძოლი ორი კანდიდატიდან ერთ–ერთი, ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრი, ანდრეა ლედსომი ბრძოლას გამოეთიშა და ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი განიხილება, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე იგი დიდი ბრიტანეთის ლიდერი გახდება.
"ბიზნესს ესაჭიროება გარკვეულობა. ჩვენ ახლა გვესაჭიროება ახალი პრემიერ მინისტრი რაც სეიზლება მალე", – განაცხადა 53 წლის ლედსომმა.
კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევის საჭიროება დღის წესრიგში დიდი ბრიტანეთის ამომრჩეველთა მიერ 23 ივნისის რეფერენდუმზე ევროკავშირის დატოვებისთვის მიცემული ხმათა უმრავლესობის (52%) დაფიქსირების შემდეგ დევიდ ქამერონის პრემიერ მინისტრობიდან წასვლის გადაწყვეტილებამ დააყენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.