ინტერნეტსივრეში გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმვას ასახავს, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
"29 იანვარს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განმარტავს: ვინაიდან ჩანაწერში აშკარად ჩანს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.
მთავარი პროკურატურა აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, შეისწავლის მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებას, რასაც შედეგად მოჰყვა კობა ოთანაძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გიორგი კრიალაშვილის ლიკვიდაცია" - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ოთხწუთიანი ვიდეოჩანაწერი, რომელიც youtube-ზე გუშინ, 29 იანვარს აიტვირთა, სავარაუდოდ, მუხროვანის სპეცოპერაციის დაგეგმვას ასახავს.
სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს მერაბიშვილი დავალებებს აძლევს და ორ გვამს ახსენებს.
"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია" - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.
ვიდეოში ჩანს, რომ ადგილზე მიდის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, ასევე, ჩანს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავაც.
სკანდალური ვიდეო, სადაც ვანო მერაბიშვილი ამბობს: "ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია" იხილეთ ბმულზე - See more at: http://guardian.ge/149-skandaluri-video-sadac-vano-merabishvili-ambobs-ori-gvami-mtcirdeba-momitaneth-es-ori-gvami-vsio-premia-didia-video.html#sthash.uxc92twX.dpuf
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.