გიორგი სეთურიძე: ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 200 მეტრიანი მონაკვეთი, სავარაუდოდ, ორ დღეში აღდგება
11-07-2016, 10:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 200 მეტრიანი მონაკვეთი, დაახლოებით, ორ დღეში აღდგება, - აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბრისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ გააკეთა.

 

 

სეთურიძის ცნობით, აღნიშნული მონაკვეთის აღდგენის შემდეგ, აშენდება დამცავი ჯებირი იმისთვის, რომ სტიქიის განმეორების შემთხვევაში, გზის სავალი ნაწილი აღარ დაზიანდეს.

 

 

"სტიქიის შემდგომ, ვანის მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის მონაკვეთის აღდგენას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს. ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. დაახლოებით, ორ დღეში აღდგენილი იქნება 200 მეტრიანი გზის მონაკვეთი, რომელიც წყალმა წაიღო. შემდეგ ჩავატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს - აშენდება დამცავი ჯებირი.

 

 

დასავლეთ საქართველოში ძლიერმა წვიმამ დააზიანა ის გზებიც, რომლებსაც გზების დეპარტამენტი აკონტროლებს, სხვაგან არის ხიდები წაღებული, წყალმა ძირითადად მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში მყოფი ხიდები წაიღო. ეს ხიდები შეიძლება ჩაითვალოს ამორტიზებულად, ამ საკითხს ინფრასტრუქტურის მინისტრი ძალიან მტკივნეულად აფასებს. ალბათ, შედგება ჯგუფი, რომელსაც დაევალება მუნიციპალიტეტებში არსებული ხიდების შემოწმება იმისათვის, რომ მოყვანილ იქნას ისინი მომავალში სათანადო მდგომარეობაში.

 

 

რაც შეეხება ზარალს, ზარალის ოდენობა, რაც სტიქიამ დასავლეთ საქართველოს მიაყენა, ჩემთვის ცნობილი არ არის. კონკრეტულად ვანში, სულორში კი ზარალის ოდენობა დაახლოებით ორ დღეში, მას შემდეგ გვეცოდინება, რაც საპროექტო კომპანიები დაითვლიან", - განუცხადა guardian.ge-ს გიორგი სეთურიძემ.

 

 

ვანი-სულორის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია. სამდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ იმერეთის გარდა, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებიც დააზარალა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი